4:0 – ეს მწვრთნელი გვაოცებს…

კრისტოფ გალტიე – ეს ფრანგი სპეციალისტი ახლოსაც არაა პეპ გვარდიოლასთან, იურგენ კლოპთან და სხვა ტოპ-მწვრთნელებთან, მაგრამ ბოლო პერიოდში საოცარ შედეგს აღწევს. გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატში გალტიეს ნიცამ სტუმრად 4:0 გაანადგურა ლილი…

აქ უფრო საინტერესო ისაა, რომ ლილი მოქმედი ჩემპიონია და სწორედ გალტიემ მოაპოვებინა ეს ტიტული. ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა ლილმა და პსჟ-ს აჯობა: აბა, ამას სეზონის წინ ვერ წარმოიდგენდა?!

მაისში, ჩემპიონობის მერე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო: ჩემპიონი კლუბიდან წავიდა. ოღონდ წავიდა სადმე ტოპ-კლუბში კი არა, არამედ ნიცაში… და აი, ნიცათი 4:0 გაამწარა ყოფილი გუნდი. საუკეთესო იყო დანიელი ფორვარდი კასპერ დოლბერგი, რომელმაც დუბლი შეასრულა.

კითხვა რჩება, რატომ წავიდა ლილიდან გალტიე? მწვრთნელმა ჩვეულებრივ ახსნა: „კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და ასე გადავწყვიტე. ჩემი დრო აქ ამოიწურა. 4 წელი ვიმუშავე ლილში და ვფიქრობ, ახლა სწორედ წასვლის მომენტია. ჩვენ ჩემპიონები ვართ“.

სეირი ის იქნება, ნიცა რომ გახადოს ჩემპიონი და ამხელა პსჟ მეორედ დატოვოს გამწარებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *