მადრიდის რეალი ცდილობს მბაპესთან მოლაპარაკებები აწარმოოს.
მარკას ინფორმაციით, ფრანგული კლუბის მენჯმენტში ესმით, რომ კილიანის კონტრაქტის გახანგრძლივების შანსი მინიმალურია.
დამატებით, მადრიდელებმა მბაპეს 40 მილიონი ევრო ბონუსი შესთავაზეს, თუ ის პსჟ-თან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
მოგეხსენებათ, ფრანგს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს.