NBA ებრძვის კორონავირუსის ახალ შტამს, რომელმაც მოიცვა სრულიად ამერიკის კონტინენტი. ლიგის მოთამაშეთა 25% ინფიცირებულია, თუმცა კომისრის- ადამ სილვერის გადაწყვეტილებით „ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება და NBA-ს რეგულარული სეზონი გრძელდება.
„კლივლენდ კავალიერზი“ დიდი დანაკლისით ესტუმრა „ბოსტონს“ – ისააკ ოკორო, ევან მობლი და ჯარეტ ალენი კოვიდ-იზოლაციაში იმყოფებიან. მოველნათა ასეთმა განვითარებამ შანსი უბოძა ტაკო ფოლს, კარიერაში პირველად მოხვედრილიყო სასტარტო ხუთეულში, თან სად – TD GARDEN-ში, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.ბოსტონელი გულშემატკივარი თბილად შეხვდა ტაკოს, რომელმაც 19 წუთში 4 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა.
„სელტიქსს“ ამ მომენტისთვის ყველა ლიდერი მწყობრში ყავს და მატჩში გადამწყვეტი ფაქტორიც სწორედ ეს გამოდგა – ჯეილინ ბრაუნმა 34 ქულა აიღო, 18 ქულა ქონდა ჯეისონ ტეიტუმს, სამმაგ დუბლამდე 3 პასი დააკლდა რობერტ ვილიამსს – „ბოსტონის“ ცენტრმა 21 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი გაშანსა.
მასპინძლებმა თავიდანვე ხელთ იგდეს ანგარიშში უპირატესობა და ერთ მომენტში 25 ქულიანი ჰანდიკაპითაც გავიდნენ წინ, თუმცა „კავალიერსი“ ესე მარტივად არ დანებდა მეტოქეს – დარიუს გარლანდის 28 ქულის წყალობით „კლივლენდი“ თამაშში დაბრუნდა და სხვაობა 10 ქულამდე „დაწია“ – 75:85. მეტზე სტუმრებს უბრალოდ ძალა აღარ ეყოთ და სეზონში მე-13 მატჩი წააგეს.
შეხვედრის მიწურულს პარკეტზე ჯო ჯონსონი შემოვიდა – 40 წლის სნაიპერის დაბრუნება შედგა NBA-ში და სწორედ იმ გუნდში, რომელმაც იგი 2001 წლის დრაფტზე მე-10 ნომრად აირჩია. ჯომ თავის სტილში, ლამაზად ჩასვა საშუალო დისტანციიდან ბურთი მეტოქის კალათში და ოვაციებისგან „კინაღამ დაინგრა“ დარბაზი.
საბოლოოდ 111:101 – „ბოსტონმა“ ლოგიკურად იმარჯვა და მიმდინარე სეზონში კიდევ ერთხელ გაათანაბრა მოგება/წაგების ბალანსი – 16/16.