დიდი თამაშის წინ, სადაც ნაპოლი იუვენტუსს მასპინძლობს, ლუჩანო სპალეტიმ ტურინულ გრანდზე ისაუბრა:
“დიახ, ალეგრისთვის, თითქოს მეორე ნომერია, თავის მოჩვენება უკეთესია, მაგრამ იუვე, რომელიც ყოველთვის ჩემპიონობისკენ ისწრაფვის, შეუძლებელია ამ სტატუსს დაემალოს.
ისინი ყოველთვის სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ფიქრობენ. რაც არ გინდა ქუდი დაიხურონ ან ყალბი წვერი მიიმაგრონ, მათთვის მეოთხე ადგილი მისაღები ვერ იქნება.
არავის ეშინია. ორივე გუნდს მაგარი ფეხბურთელები ჰყავს, როგორც ხასიათით, ასევე ტექნიკით. იუვე და ნაპოლი მოგებისთვის ითამაშებენ და წინ დიდი შოუ გველოდება”