44 წლის ბუფონმა პარმასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ჯანლუიჯი ბუფონმა პარმასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, იტალიელი მეკარე პარმას ღირსებას 2024 წლის ზაფხულამდე დაიცავს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ ტვიტერზე განაცხადა. 2024 წლისთვის ბუფონი 46 წლის იქნება, ამ ასაკამდე კი ფეხბურთის თამაში დაგვეთანხმებით არცისე პატარა ამბავია.

ბუფონმა კარიერა სწორედ პარმაში დაიწყო და მშობლიურ გუნდს 2021 წლის ზაფხულში დაუბრუნდა. ამ სეზონში ჯიჯიმ იტალიური გუნდის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

პარმა სერია ბ-ში გახლავთ, სადაც 32 ქულით მე-13 ადგილზეა და საუკეთესო 8 გუნდამდე 8 ქულა აშორებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *