პორტუგალიამ ამხანაგურ მატჩში 3:0 მოუგო ყატარს და პირველი გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. ეს მისი 112-ე გოლი იყო ნაკრებში. რეკორდი უკვე დაამყარა, მაგრამ აქ მეორეცაა: 46-ე ქვეყნის ნაკრებს გაუტანა… ყატართან არ ჰქონდა და აი, არც მათ დააკლო. ეს მაჩვენებელიც რეკორდია.
აი, რონალდუს პოსტი Instagram-ზე.
„კვლავაც ვამაყობ, რომ საკუთარ ქვეყანას წარმოვადგენ და მიხარია, რომ პორტუგალიის ფორმა მაცვია. კიდევ ერთი გამოცდა და ნაბიჯი დიდი ოცნებისკენ: ყატარის მსოფლიო ჩემპიონატისკენ“.
კიდევ: რონალდუმ 181-ე მატჩი ჩაატარა ნაკრებში, რაც ასევე რეკორდია ევროპულ ქვეყნებს შორის.