48 ლუდის ჭიქა

ტვენტეს გულშემატკივარი კრისტიან რიოგერინგი წამში გახდა პოპულარული. ტვენტე – ტილბურგის მატჩზე ის მეგობრებთან ერთად წავიდა. თამაშის დაწყების წინ ლუდის მოსატანად გაემართა და როცა უკან მომავალი ხუთი შეკვრით (48 ლუდის ჭიქა) დაინახეს, მისი ფოტოები მყის გავრცელდა სოციალურ ქსელში.

„მატჩებზე ყოველთვის მეგობრებთან ერთად დავდივარ. ლუდს აუცილებლად ვსვამთ. ხან ვის მოაქვს და ხან ვის სტადიონის კაფედან. ამჯერად ჩემი რიგი იყო, მეორეჯერ გმოსვლა დამეზარა და ერთიანად წამოვიღე. თუმცა ეს რეკორდი არ გახლავთ. ჩემმა მეგობარმა, იოჰენმა, იმ დღეს 50 ჭიქა ამოიტანა ტრიბუნაზე“, – თქვა მერე კრისტიანმა.

This FC Twente fan showed great improvisation

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *