არსენალი, ტრადიციულად, უხეშობით არ გამოირჩევა, თუმცა 2022 წელს სიურპრიზი შემოგვთავაზეს: ყველა ჩემპიონატში, გუნდმა ორჯერ მეტი წითელი ბარათი მიიღო, ვიდრე გოლი გაიტანა. 2 გოლი 4 წითელის საპირისპიროდ…
წითელი ბარათების ყულაბა ბოლოს (გაბრიელმა სიტისთან, ჯაკამ და პარტიმ ლივერპულთან ორ შეხვედრაში) ოცი წლის მარტინელმა შეავსო, ვულვზთან.
საინტერესო ის არის, რომ ბრაზილიელმა ორი ყვითელი ბარათი 5 წამში მიიღო.
69-ე წუთზე, მან აუტის ხაზთან მოწინააღმდეგეს სახეში ხელი ჩაარტყა, მაგრამ მსაჯმა თამაში არ გააჩერა, რადგან ვულვზს სწრაფი შეტევა ჰქონდა…
შემდეგ კი მოჩეხა…
არტეტამ მატჩის შემდეგ თქვა, რომ ასეთი წითელი ბარათი არასდროს უნახავს…