UFC-ს ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე ინსტაგრამ სთორიზე ძალიან საინტერესო და სახალისო მონაწერს აქვეყნებს, სადაც გულშემატკივარი 5 წლის წინანდელ ინციდენტს იხსენებს:
“თუ გახსოვს, შარდენზე ჩხუბი მოგვივიდა სადღაც 5 წლის უკან, 3 ვიყავით, სამივე ქუჩის კვალობაზე კარგად ვჩხუბობთ. ის ორი ჩემი ძმაკაცი იყო, ყველა თითო დარტმით დაგვასვენე. რამის თავი რო მქონოდა შეიძლება მომეკალი ისეთი “უდარი” გამიტარე მარა დღეს ვამაყობ შენ გენაცვალე, ძლივს რაღაცაში ქართველები ვარგივართ და მადლობა ამ ქვეყნისთვის სახელის გათქმისთვის, წარმატებები არ გამოგელიოს ჩემო ძმაო”