რა სიახლეები შეიძლება იყოს ბუნდესლიგაში? ბევრი, მაგრამ აი, ახალი მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ.
დიდი შანსია, ამ ზამთარს ბაიერნმა ბრაზილიელი შემტევი შეიძინოს. საუბარია ლიდსის რაფინიაზე… 25 წლის რაფინია ლიდსის ერთ-ერთი ლიდერია, ბრაზილიის ნაკრებშიც უკვე სასტარტოში ათამაშებენ.
გერმანული საიტები ინფორმაციას TNT Sport Brazil-ზე დაყრდნობით წერენ – ტრანსფერის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნებაო. მეტიც, რაფინიას პირველი კლუბი ავაიც თანხას მიიღებს, 1,5 მილიონ ევროს.
რაფინია 2020 წელს ფრანგული რენიდან გადავიდა ლიდსში. ახლა კი, აი გრანდი ყიდულობს. ვნახოთ, უკვე გადაწყვეტით წერენ…