უნგრეთის ნაკრების კაპიტანის ემოციური სიტყვა [ვიდეო]

უნგრეთის ნაკრებმა “სიკვდილის ჯგუფში” მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო (საფრანგეთი) და ევროპის (პორტუგალია) ჩემპიონებთან, დამატებით, მსოფლიოს წინა ჩემპიონთან (გერმანია), შეძლეს და 2 ქულა აიღეს. ეს ჯგუფიდან გასასვლელად არ ეყოთ, თუმცა ტურნირი ამაყად დატოვეს. ეს როგორ მოახერხეს, არ გაგვიკვირდება, თუ უნგრეთის ნაკრების კაპიტანის, ადამ სალაის ემოციურ სიტყვას მოვისმენთ, რომელიც 2020 წელს, ისლანდიასთან მატჩის შესვენებაზეა ჩაწერილი. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გამსვლელის ვინაობას არკვევდა, უნგრეთი კი 0:1- მარცხდებოდა. საბოლოოდ, 2:1 მოიგეს…

“ეს გადამწყვეტი შეხვედრაა. კორონავირუსის გამო ადამიანები სამსახურს კარგავენ, კორონავირუსის გამო ადამიანებს ნაკლებს უხდიან, ჩვენ კი 90 ან 120 წუთში მთლიანი წელი შეგვიძლია შევცვალოთ.

ეს თქვენთვის ზეწოლა არ უნდა იყოს – ეს შესაძლებლობა და სიხარულია. 120 წუთის განმავლობაში შეგვიძლია მთელი წელი შევცვალოთ! ტელევიზორებთან ამ მატჩს 14 მილიონი უნგრელი უყურებს! ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია! დღეს არავინ დაიღლება! დღეს არავინ დაეცემა! მინდა დავინახო, რომ გლადიატორები ვართ! რაც არ უნდა მოხდეს, არ დავიღლებით! ვინც სათადარიგოთა სკამზე რჩება, მატჩის ბედს ისინიც წყვეტენ! წინ უნგრელებო!”

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *