მიმდინარე სეზონში, აიაქსი ერთერთი ყველაზე სანახაობრივი გუნდია. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ამსტერდამელებმა 6-დან 6 თამაში მოიგეს, სებასტიან ალერი კი, 10 გოლთ, ამ ტურნირის ბომბარდირია.
ერედივიზიონში, 19 თამაშში, აიაქსმა 59 გოლი გაიტანა (საშუალოდ, თამაშში 3-ზე მეტი) და მხოლოდ 4 მიიღო.
კამბურთან – 9:0
19-დან 5 შეხვედრაში – 5:0
14 გამარჯვება, ისე, რომ გოლი არ გაუშვეს…
ამის მიუხედავად, გუნდი მეორე ადგილზეა და პსვ-ს ქულით ჩამორჩება. როგორ?
იქნებ, აიაქსი მთავარ მეტოქესთან დამარცხდა? – არა, ისინი 5:0 გაანადგურეს.
სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია, პსვ-მ ერთით მეტი გამარჯვება მოიპოვა და ფრედ ნაკლები დაასრულა. ისე, 47 გაიტანა და 24 მიიღო. 1-ით მეტი თამაშიც წააგო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.