ცინცინატის მასტერსის ფინალში ალექსანდრ ზვერევმა 59 წუთში 6:2 6:3 სძლია ანდრეი რუბლიოვს და კარიერაში მეხუთედ მოიგო 1000-იანთა კატეგორიის ტურნირი.
ისევე როგორც ოლიმიადის ფინალში კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ, ზვერევმა ცინცინატის ფინალშიც კოსმოსური ჩოგბურთი ითამაშა – აწვდიდა იდეალურად, ისეთი სისწრაფით რომ მიღებაზე ანდრეიმ მხოლოდ 8 ქულა მოიგო, აქედან 4 ორმაგი შეცდომა გახლდათ.
მეორე ჩაწოდებაც საკმაოდ რისკიანი და სწრაფი იყო, რუბლიოვმა 46% საერთოდ ვერც კი დაამუშავა.
თავისმხრივ რუსმა ჩოგბურთელმა საკთარი ჩაწოდება ხუთჯერ წააგო და ამით ყველაფერი ნათქვამია.რუბლიოვისთვის უდიდეს პრობლემად იქცა მეორე ჩაწოდება – ანდრეი ნელა აწვდის, თუმცა ძლიერი ბრუნით ჭრის მარცხენა კუთხისკენ. ასეთი ჩაწოდების მიღება კი იდეალურად გამოსდის ზვერევს, გერმანელმა ასეთი გათამაშებების 87% მოიგო.
მატჩის მიმდინარეობისას ხანგრძლივ გათამაშებებში ზვერევი დომინირებდა – იყო უფრო აქტიური, სწრაფი, დომინანტი და ზუსტი.
59 წუთში მოგებული ფინალი ტურნირის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გამოდგა.
ჩოგბურთელთა ურთიერთშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 5:0 გახდა, ზვერევს რუბლიოვთან სეტიც არ წაუგია.
საშამ ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო ATP TOUR-ზე.
ზვერევმა კარიერაში მე-17 ტიტული მოიგო.
ზვერევმა კარიერაში მე-5 მასტერსი მოიგო და მოქმედ ჩოგბურთელთა შორის მხოლოდ დიდ ოთხეულს ჩამორჩება.
ნოვაკ ჯოკოვიჩი – 36
რაფაელ ნადალი – 36
როჯერ ფედერერი – 28
ენდი მარეი – 14
ალექსანდრ ზვერევი – 5
ზვერევი მსოფლიო რეიტინგში მე-4 ჩოგნობამდე დაწინაურდა და მესამე ადგილოსან ციციპასს მხოლოდ 110 ქულით ჩამორჩება.