მინუს 6… ანჩელოტის შავი სია

ესპანური AS-ის ცნობით, რეალი 6 ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. ესენი არიან ედენ აზარი, გარეთ ბეილი, მარსელო, ისკო, ხესუს ვალეხო და ლუკა იოვიჩი. კარლო ანჩელოტი მათ გუნდში ვერ მოიაზრებს. თანაც, ამ ფეხბურთელების გუნდში ყოფნა ეკონომიკური თვალსაზრისითაც არაა გამართლებულიო…

აზარზე უკვე დავწერეთ, რომ ლივერპულს სურს და იჯარით შეიძლება წაიყვანოს. მარსელოს საკითხი აქამდეც გადაწყვეტილი იყო.

სავარაუდოდ, რეალი კიდევ უფრო იაქტიურებს კილიან მბაპეს ტრანსფერზე. ასევე, პრიორიტეტულად ითვლება ვინისიუს ჟუნიორისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმება: ბუნებრივია, გაუმჯობესებული პირობებით. სხვა პოზიციების გაძლიერებაც იგეგმება. ერთ-ერთი სამიზნეა ჩელსის მცველი რიუდიგერი…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *