6 შეცვლაო?!.. ვან ბომელი არითმეტიკაში ჩაიჭრა

ვოლფსბურგი გერმანიის თასიდან მოხსნეს. მართალია, მგლებმა 3:1 მოუგეს მეოთხებუნდესლიგელ მიუნსტერს, მაგრამ სხვა ამბავია: 6 შეცვლა გააკეთეს, წესით კი მაქსიმუმ 5 შეიძლება.

ვოლფსბურგს ცნობილი ნიდერლანდელი მარკ ვან ბომელი წვრთნის. პსვ, ბარსელონა, ბაიერნი, მილანი – ამ გუნდებში თამაშობდა, ტიტულებიც ბევრი მოიპოვა.

შეეშალა ვან ბომელს, ზედმეტი შეცვლა კი თასიდან გავარდნად დაუჯდა. მერვედფინალში მიუნსტერი ითამაშებს…

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *