6:0 ამერიკელთან | საგინაშვილი “TOP 8”-ის ნახევარფინალშია + [ვიდეო]

ქართველი მკლავჭიდელი, ლევან საგინაშვილი მსოფლოს ტოპ 8 მკლავჭიდელის ტურნირში მეორედ ასპარეზობს და ნახევარფინალში გავიდა. მან ამ ტურნირის მოგება 2019 წელს მოახერხა, როდესაც ფინალში რუსი ვიტალი ლალეტინი 6:0 გაანადგურა.

უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ტურნირზე, ქართველმა ჰალკმა მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ამერიკელი დეივ ჩაფი 6:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გადაინაცვლა.

ჯერ-ჯერობით ლევანის მეტოქე ნახევარფინალში უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *