საფრანგეთის ნაკრების ლიდერი, კილიან მბაპე, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დამთავრებიდან 64 საათის შემდეგ, პარი სენ-ჟერმენის ბაზას დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა…
სოციალურ ქსელში 24 წლის შემტევის ფოტოები გამოჩნდა – როგორ გადმოდის მანქანიდან. კილიანს თბილად შეეგება გუნდის მთავარი მწვრთნელი, კრისტოფ გალტიე.
წესით, მუნდიალის შემდეგ მას 10 დღე უნდა დაესვენა, მაგრამ საქმეს შეუდგა, რადგან 28 დეკემბერს პარიზულ კლუბს ლიგა 1-ის საშინაო მატჩი ელის სტრასბურის წინააღმდეგ.
ამასობაში მისი თანაგუნდელი, ლიონელ მესი, ბუენოს-აირესშია და მსოფლიო ჩემპიონობას ზეიმობს.
მბაპე 8 გატანილი გოლით ყატარის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ფინალში, რომელიც ფრანგებმა მატჩისშემდგომი პენალტებით წააგეს, მან ჰეთ-თრიქი შეასრულა. თანაც ორი გოლი 94 წამის შუალედში გაიტანა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.