7 დაინფიცირებული… ჩელსი დაიჩაგრა?

ჩელსიმ ვულვზთან ვერ მოიგო – 0:0… ბოლო 5 შეხვედრაში არისტოკრატებმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვეს.

თომას ტუხელმა სხვა ამბებს გაუსვა ხაზი. ჩელსის სათადარიგო სკამზე 6 ფეხბურთელი ჰყავდა, საიდანაც 2 მეკარე იყო. დანარჩენები? 7 ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ჩელსის თამაშის გადადება სურდა, მაგრამ პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ თამაში აიძულათ.

ტუხელმა მატჩამდეც ილაპარაკა, რომ გუნდი მძიმე დღეში იყო.

„რა მდგომარეობაშიც ვიყავით, იმის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ. ვულვზი ცოტა გოლს უშვებს და ვიცოდით, რომ შანსი ბევრი არ გვექნებოდა. და მაინც მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ხიფათს ვქმნიდით.

…ბევრი საუბარია, რომ ფეხბურთელებს უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ დღეს საპირისპირო მოხდა. ხვალ კორონავირუსზე ახალი დადებითი ტესტები რომ მოვიდეს, რა უნდა ვქნათ? ბრენტფორდთან მომდევნო თამაშს თუ გვაიძულებენ, იქნებ ღირს რომ არ გამოვცხადდეთ, ან საერთოდ არ ვივარჯიშოთ? ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი აზრი, მაგრამ ეს აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *