ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ერთმანეთს საფრანგეთი და პორტუგალია შეხვდნენ (2:2). დიდებული თამაში გამოვიდა, ერთ-ერთი საუკეთესო ჯერჯერობით ტურნირზე. ფრემ ორივე მხარე დააკმაყოფილა.
მატჩის შემდეგ კი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში ერთმანეთს კრიშტიანუ რონალდუ და კილიან მბაპე შეხვდნენ, მაისურები გაცვალეს და ერთმანეთს კომპლიმენტები უთხრეს.
მბაპეს მესი-რონალდუს გზის გამგრძელებლად და ოქროს ბურთის მომავალ მფლობელად მოიაზრებენ… ისე, ვნახოთ, მიმდინარე ევროზე კრიშტიანუმ უკვე ხუთი ბურთი გაიტანა, მბაპეს კი ჯერ თავი არ გამოუჩენია. თუმცა, ნაღდი ტურნირი ხომ ახლა იწყება…
ეს, ამ ორი დიდი ფეხბურთელის მეორე საჯარო შეხვედრა იყო. პირველად ისისნი 8 წლის წინათ შეხვდნენ. 2013-ში. მაშინ მბაპე 14 წლის იყო და შემორჩა ფოტო, რომელშიც ფრანგს მადრიდის რეალის ფორმა აცვია, სადაც მაშინ კრიშტიანუ თამაშობდა…
ახლა, მერვედფინალების დრო დადგა. 27 ივნისს პორტუგალია ბელგიას შეხვდება სევილიაში, 28-ში კი საფრანგეთი შვეიცარიას გაეჯიბრება ბუქარესტში. ეგებ ისინი კიდევ შეხვდნენ მიმდინარე ტურნირზე ერთმანეთს…