8.7 მილიონი ლარი სახელის სანაცვლოდ

ბათუმის ახალი სტადიონის სახელის უფლებაზე გამოცხადებული აუქციონი კომპანია „აჭარაბეთის“ გამარჯვებით დასრულდა. ქართულ საფეხბურთო სივრცეში უპრეცედენტო სასპონსორო გარიგების მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, სტადიონს სწორედ „აჭარაბეთის“ სახელი ერქმევა და სავარაუდოდ, Adjarabet Arena იქნება.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, „აჭარაბეთი“ აჭარის მთავრობას, ყოველწლიურად, 1 750 000 ლარს გადაუხდის, 5 წლის განმავლობაში ჯამური თანხის ოდენობა კი 8.7 მილიონი ლარი იქნება.

ახალ სტადიონზე საშინაო მატჩებს ახლა ბათუმის „დინამო“ მართავს. ეროვნული ლიგის პარალელურად, ივლისში, სტადიონი, „უეფას კონფერენს ლიგის“ მატჩებსაც უმასპინძლებს. შემოდგომაზე კი საშინაო შეხვედრებს ახალ სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *