მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა, ბერნარდუ სილვამ პეპ გვარდიოლას შესახებ ისაუბრა:
“გვარდიოლა ყველა საჭირო უნარს ფლობს. ის ბრწყინვალე მწვრთნელია. სახელებს არ ვიტყვი, მაგრამ მწვრთნელები მყავდა, რომელებიც ტაქტიკაში მაგრები იყვნენ, თუმცა ინდივიდუალური ურთიერთობები არ გამოსდიოდათ. პირიქითაც.
ვფიქრობ, გვარდიოლას მთავარი ძალა ის არის, რომ თავადაც მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, ემოციები ესმის, ასევე ტექნიკურ ნაწილშიც ძლიერია.
რა თქმა უნდა, კლუბში ყველა ბედნიერი ვერ იქნება. გასახდელში მუშაობა ადვილი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი ფეხბურთელი 50-დან 80 მილიონამდე ღირს. პეპს შეუძლია, ასეთი ფეხბურთელები სკამზე რამდენიმე თამაშის განმავლობაში დატოვოს და ეს პრობლემა არაა. ეს მოწმობს, რომ გასახდელში ყველაფერს აკონტროლებს,” – თქვა ბერნარდუმ.