9! ლევანდოვსკი 20 წლის წინ ბალახს შეეხო და…

ბარსელონას კამპ ნოუზე რობერტ ლევანდოვსკის პრეზენტაცია გაიმართა. ტრიბუნებზე დაახლოებით 57 000 გულშემატკივარი იყო მისული…

ლევანდოვსკი ბარსას ახალი 9 ნომერია. ნიდრლანდელ მემფის დეპაის ეკუთვნოდა, მაგრამ კლუბის გადაწყვეტილებით, ახალი ცხრიანი პოლონელი იქნება. დეპაიმ, დიდი შანსია, ბარსაში სულაც აღარ ითამაშოს.

ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ კი საინტერესო ისტორია მოჰყვა ლევანდოვსკის ბავშვობიდან:

„ეს ლევანდოვსკის დედამ მომიყვა. თურმე რობერტი 20 წლის წინ ყოფილა კამპ ნოუზე, ბალახს ხელით შეეხო და თქვა, რომ როდესმე აქ ითამაშებდა. ბრწყინვალეა. წინასწარმეტყველება ზოგჯერ რეალობად იქცევა ხოლმე“.

Leave a comment

Your email address will not be published.