ევრო-2024: წილისყრის წინ… და რუსეთს დაუშვებენ?

 

9 ოქტომბერს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება. 10 ჯგუფი იქნება, 2-2 საუკეთესო გავა ევროპაზე, მათ დაემატება მასპინძელი გერმანია და 3 ნაკრები ერთა ლიგიდან.

უდიდესი ალბათობით, საქართველო მეოთხე კალათაში იქნება (სულ ექვსი კალათა).  შესარჩევის მატჩები გაისად მარტიდან ნოემბრამდე გაიმართება.

და იქნება თუ არა შესარჩევში რუსეთის ნაკრები? დღევანდელი მდგომარეობით არა, მაგრამ რუსები იბრძვიან და ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ უეფა მონაწილეობის უფლებას მისცემთ.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ კი განაცხადა, რომ ყველანაირად ეცდება, რათა რუსეთი არ დაუშვან.

20 სექტემბერს უეფას აღმასკომის სხდომაა და სავარაუდოდ, სწორედ იქ გადაწყდება რუსეთის საკითხი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *