90 მილიონი გირვანქა ოლ ბლექსისთვის

ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა. ამ ქვეყნის რაგბის პარტნიორი 6 წლის განმავლობაში ფრანგული კომპანია ალტრადი იქნება, რომელიც არაბული წარმოშობის ფრანგ მილიარდელ მოედ ალტრადს ეკუთვნის.

ამდენად, ამერიკული კომპანიის AIG-ს ნაცვლად ოლ ბლექსი კვართზე ALTRAD-ს დაიწერს, რისთვისაც ექვს წელიწადში 90 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ალტრადს რეკლამას გაუწევს ასევე ახალი ზელანდიის ქალთა ეროვნული ნაკრები, ვაჟთა და ქალთა შვიდკაცა რაგბის ნაკრებები, მაორი ოლ ბლექსი და ახალი ზელანდიის ასაკობრივი ნაკრებები. კონტრაქტი ძალაში 2022 წლიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ მოედ ალტრადი რაგბიზე უზომოდ შეყვარებული ფრანგი ბიზნესმენია, რომელიც სარაგბო კლუბ მონპელიეს მფლობელია. ამასთან ერთად, ის საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სპონსორიცაა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *