90, 60, 50

ლონდონის არსენალის ხელმძღვანელობა გუნდის სამ ახალგაზრდა ლიდერთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აპირებს  მოლაპარაკების დაწყებას.

საუბარია ბუკაიო საკაზე, გაბრიელ მარტინელიზე და ვილიამ სალიბაზე. კლუბთან მათ ხელშეკრულებებს ვადა  2024 წლის ზაფხულში ეწურება და ხელმძღვანელები აქედანვე აპირებენ თადარიგის დაჭერას, რათა ფეხბურთელები სხვა კლუბში არ გაექცნენ.

ბრიტანული ტაბლოიდების ვერსიით, საკას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 90 მილიონი ევროა, მარტინელის – 60, სალიბასი კი – 50.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *