91 ქულა პირველ ტაიმში

“გოლდენ სტეიტის” კრიზისი გრძელდება. NBA-ს მოქმედ ჩემპიონებს სერიოზული პრობლემები გააჩნიათ: სტეფ კარის და კლეი ტომფსონის არყოფნაში გუნდი თამაშს თამაშზე აგებს და სატურნირო ცხრილის ფსკერზე დიდი სისწრაფით იძირება.

2 დღის წინ”ვორიორზი” სტუმრად განადგურდა “ნიუ იორკთან” 94:132, დღეს გამთენიისას კი უკვე “ბრუკლინთან” შერცხვა – 113:143.

null

სტივ კერის გაწვრთნილ გუნდს “ნეთსთან” მატჩში პირველი მეოთხედი კატასტროფული გამოუვიდა – 46 ქულა გაუშვა, თვითონ კი მხოლოდ 17-ის ჩაგდება შეძლო. “ბრუკლინის” კალათბურთელებმა საწყისი 12 სროლიდან 11-ის რეალიზება შეძლეს და შეხვედრაში ინტრიგა თავიდანვე “მოკლეს”.

პირველი მეოთხედის შემდეგ 29 ქულიანი დეფიციტი ყველაზე დიდი სხვაობაა NBA-ს მიმდინარე სეზონში.

“გოლდენ სტეიტის” ვარდნა მეორე პერიოდშიც გაგრძელდა – ჩემპიონებმა ამჯერად 45 ქულა გაუშვეს და კიდევ უფრო ჩამორჩნენ მეტოქეს.

null

“ნეთსმა” პირველ ტაიმში 91 ქულა ჩააგდო, რაც ლიგის ყველა დროის 3 საუკეთესო შედეგს შორის შედის.

1990 წლის 10 ნოემბერს ფინიქსმა პირველ ტაიმში 107 ქულა ჩაუგდო დენვერს

2018 წლის 29 ოქტომბერს გოლდენ სტეიტმა პირველ ტაიმში 92 ქულა ჩაუგდო ჩიკაგოს.

2022 წლის 22 დეკემბერს ბრუკლინმა პირველ ტაიმში 91 ქულა ჩაუგდო გოლდენ სტეიტს.

null

მატჩის მეორე ტაიმი “გარბიჯ თაიმად” იქცა – ორივე მწვრთნელმა განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

“ბრუკლინმა” კიდევ ერთი ფრენჩაიზ რეკორდის დამყარება შეძლო: მისმა 9 კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება.

საბოლოო ანგარიში გამანადგურებელი და სამარცხვინო გახლდათ “გოლდენ სტეიტისთვის” 113:143.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს 23 ქულა ჩაუგდო, 7-ჯერ მოუხსნა ბურთი და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

“გოლდენ სტეიტის” რიგებიდან კარიერის საუკეთესო მატჩი ქონდა ჯეიმს ვაიზმენს, რომელმაც შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა – 30 ქულა. 2020 წლის დრაფტის მეორე არჩევანმა 14-დან 12 სროლის რეალიზება შეძლო.

“ბრუკლინმა” უკანასკნელი 12 მატჩიდან 11-ის მოგება შეძლო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილამდე აღზევდა (ბალანსი 20-12).

“გოლდენ სტეიტმა” უკანასკნელი 9 მატჩიდან უკვე 7 წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციამდე  დაქვეითდა (15 მოგება, 18 მარცხი).

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *