საქართველოსა და კოსოვის მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე, ჟურნალისტების წინაშე ბერნარდ შალანდი (კოსოვოს მთავარი მწვრთნელი) და რაშან ელბასანი (ფეხბურთელი) წარსდგნენ
ბერნარდ შალანდი (მთავარი მწვრთნელი)
როგორც გახსოვთ, კოსოვოს ნაკრები, როგორც საქართველოსი, ევროპის ჩემპიონატთან ახლოს იყო. ორივეს ოცნება ჩრდილოეთ მაკედონიამ დაასრულა. ვფიქრობ, ორივე გუნდი ერთნაირი ტიპისაა და ხვალ თანაბარი თამაში გველოდება.
ფეხბურთი მაყურებლების გარეშე ყოველთვის რთული წარმოსადგენი იყო. ვაცნობიერებთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც მსოფლიო აღმოჩნდა და რეგულაციებს პატივს ვცემთ.
ჩვენი ჯგუფი რთული და ძლიერია. ვუყურე საქართველოს ნაკრების თამაშებს და ვფიქრობ, რომ სწრაფი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. დღეს კოსოვო და საქართველო რომ გამარჯვების გარეშეა, ეს იღბლის ნაკლებობის გამოცაა. ჩვენც, პირველი ორი მატჩი წავაგეთ და აქ 3 ქულის ასაღებად ვართ.
რაშან ელბასანი
აქ 3 ქულის მოსაპოვებლად ვართ და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ გუნდი თავის მაქსიმუმს გააკეთებს. პირადად მე ძალიან კარგ ფორმაში ვარ, ხვალინდელი თამაშისთვის მზად ვარ. ასევე, ვფიქრობ, რომ ჩემი თანაგუნდელებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს გასვლაზე თუ სახლში ვთამაშობთ – მაყურებლის ნახვა ყოველთვის მახარებს. ვწუხვარ, რომ ხვალინდელი მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.