ესპანელმა მსაჯმა მატეო ლაოსმა ამ მუნდიალს ხელი დაუქნია: დისკვალიფიკაცია. ფიფამ ეს გადაწყვეტილება არგენტინა-ნიდერლანდების მერე მიიღო…
ამავე დროს, ლაოსის ასისტენტები და მეოთხე მსაჯიც მსოფლიო ჩემპიონატზე რჩებიან, ისინი არ დასაჯეს. ლაოსმა კი ამ მეოთხედფინალში 15-ჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი, მათ შორის ლეო მესისაც უჩვენა.
სწორედ მესი იყო ძალიან გაბრაზებული მსაჯობით და კომენტარი გააკეთა – ასეთი დონის შეხვედრაში უფრო კვალიფიცირებული არბიტრი უნდა დაენიშნათო. ნიდერლანდელი ფეხბურთელებიც აღშფოთებულები იყვნენ… მოკლედ, ორივე მხარე გაამწარა.
ლაოსმა მეორე დღეს განაცხადა: საწყენია, რომ მესიმ ასე თქვა, კარგად ვიმუშავეო…