AliExpress საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა

“Alibaba Group”, როგორც ჩანს, საფეხბურთო ინდუსტრიაში პოზიციონირებას იწყებს, ონლაინ გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი მოთამაშე, AliExpress ფრანგული გრანდის, საფეხბურთო კლუბ „ლიონის“ სპონსორი გახდა. სეზონის ბოლომდე გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასპონსორო ხელშეკრულება სატიტულო სპონსორობას მოიცავს – „ლომების“ სათამაშო მაისურზე გასულ ტურში უკვე გამოჩნდა კომპანიის ლოგო. კლუბსა და კომპანიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, სპონსორის ლოგო ქალთა, ასაკობრივი გუნდებისა და სავარჯიშო ფორმებზეც განთავსდება.

„ლიონის“ გენერალური სპონსორი, ამჟამად, Fly Emirates არის, მანამდე კი, „ჰიუნდაი“ იყო.

„ახალი სპონსორი ჩვენთვის ახალ გამოწვევებს ნიშნავს, მსგავს წარმატებულ ბრენდებთან თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. მათ ბაზარზე უდიდესი გამოცდილება აქვთ და შევეცდებით, მათგან ბევრი რამ ვისწავლოთ. „ლიონი“ მუდამ წინსვლისა და განვითარებისთვის იბრძვის, გვჯერა, რომ თანამშრომლობა წარმატებული იქნება“ – აცხადებს „ლიონის“ პრეზიდენტი, ჟან მიშელ ულასი.

 

„ალიექსპრესის“ საფრანგეთის ოფისის გენერალური დირექტორის, უილიამ ვონგის თქმით, კომპანიის ახალი სტრატეგიის შემადგენელ ერთ-ერთ სეგმენტს სწორედ ფეხბურთი შეადგენს, ამიტომ „ლიონთან“ თანამშრომლობას ისინი პერსპექტიულად და დადებითად უყურებენ. გარდა ფრანგული გრანდისა, კომპანიამ ესპანურ ბაზარზეც შეაღწია და „სევილიას“ სპონსორი გახდა. ამ ეტაპზე მიღწეული სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის ლოგო სევილიელების სათამაშო ფორმის უკანა მხარეს, ნომრის ქვემოთ განთავსდება.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *