ALL BLACKS-მა შემადგენლობა შეკრიბა

ახალი ზელანდიის ნაკრები აგრძელებს მზადებას ზაფხულის ტესტ მატჩებისთვის.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იენ ფოსტერმა 36 მორაგბე გამოიძახა, რომელთაგან 4 დებიუტანტია: 22 წლის შერკინების პირველ ხაზელი ეტან დე გრუტი (ჰაილენდერსი), 26 წლის ფლანკერი ეტან ბლექადერი (კრუზაიდერსი), 25 წლის გამთამაშებელი ფინლი კრისტი (ბლუზი) და 22 წლის შუამარბი ქუინ ტუპეა (ჩიფსი).

ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეთა უმეტესობას “All Blacks”-ში 10-ზე ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფოსტერი ზაფხულის ტესტ მატჩებზე ექსპერიმენტებს არ მოერიდება.

null

როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმირებული სემ კეინის ნაცვლად კაპიტნის სამკლაურს უგამოცდილესი სემ ვაითლოქი ჩაიბარებს (122 კეპი ნაკრებში).
აშსანიშნავი ფაქტია შერკინების მეორე ხაზში ბროდი რეტალიკის დაბრუნება, რომელმაც „იაპონური თავგადასავალი“ დაასრულა და ოფიციალურად ისევ „ჩიფსის“ მორაგბეა.

null

თი ჯეი პერენარასთან მიმართებაში ისევ „არეულობაა“. იგი სანაკრებო სიაში არ ფიგურირებს, თუმცა ახალ ზელანდიურ პრესაში ირწმუნებიან, რომ პერენარას რაგბი ჩემპიონშიფის ტურნირის წინ ნაკრებში დააბრუნებენ.

ახალი ზელანდიის შემადგენლობა ზაფხულის ტეტს მატჩებზე

ბურჯები: კარლ ტუიკუაფე (17 კეპი), ნეპო ლაულალა (29), ეტან დე გრუტი (0), ჯორჯ ბოუერი (29), ანგუს ტაავო (14), ტაირელ ლომაქსი (6).

ჰუკერები: ასაფო აუმუა (1), დენ კოულსი (74), კოდი ტეილორი (56)

შერკინების მეორე ხაზელები: სკოტ ბარეტი (36), სემ ვაითლოქი (122), ბროდი რეტალიკი (81), ტუპუ ვააი (4), პატრიკ ტუიპოლოტო (35).

შერკინების მესამე ხაზი: შენონ ფრაიზელი (13), აკირა იოანე (2), დელტონ პაპალი (4), ჰოსკინს სოტუტუ (5), არდი სავეა (46), ლუკ ჯეიკობსენი (2), ეტან ბლექადერი (0).

N 9: ფინლი კრისტი (0), აარონ სმიტი (97), ბრედ ვებერი (7)

N 10: ბოდენ ბარეტი (88), რიჩი მოუნგა (22)

გარემარბები: სევუ რისი (8), ვილ ჯორდანი (2), ჯორჯ ბრიჯი (10)

შუამარბები: ენტონ ლინეტ ბრაუნი (49), ქუინ ტუპეა (0), ბრენდონ ენორი (1), რიეკო იოანე (33).

ფულბეკები: დავიდ ჰავილი (3), ჯორდი ბარეტი (23), დამიენ მაკენზი (27).

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ნაკრები ზაფხულის ტესტ მატჩებზე სამ შეხვედრას გამართავს: 3 ივლისს ტონგას უმასპინძლებს, ხოლო 10 და 17 ივლისს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება 2 მატჩიან დუელში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *