“All Blacks”-მა 9 მორაგბე შეცვალა, ფიჯიმ კაპიტანი

1 კვირის წინ ახალი ზელანდიის ნაკრებმა დანედინში 57:23 სძლია ფიჯის ნაკრებს. მატჩის მიმდინარეობისას აშკარად გამოჩნდა, რომ “All Blacks”-ს გარკვეულ სარაგბო კომპონენტებში მოსამატებელი აქვს.

დღეს, 11:00-ზე, ჰემილტონში ახალი ზელანდიის და ფიჯის ნაკრებბეი განმეორებით ტესტ მატჩს გამართავენ.

null

“All Blacks”-ის მთავარმა მწვრთნელმა – იან ფოსტერმა კი 9 ცვლილება განახორციელა – სრულიად შეიცვალა შერკინების მეორე და მესამე ხაზი, სათადარიგოთა სკამზე გადავიდნენ ბოდენ ბარეტი და რიეკო იოანე. განაცხადის მიღა დარჩნენ ჯორდი ბარეტი და ჯორჯ ბრიჯი. ტრავმის გამო მოახლოვებულ მატჩს გამოტოვებს დენ კოულზი, რომელიც წინა შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და სარაგბო პოკერი შეასრულა, დაუდო რა კუნძულელებს 4 ლელო, მის ნაცვლად სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა ტონგური წარმოშობის პოტენციური დებიუტანტი „ჩიფსიდან“ – სამისონი ტაუკეიაჰო.

ახალი ზელანდია: 1. ჯორჯ ბაუერი 2. კოდი ტეილორი 3. ნეპო ლაულალა 4. სკოტ ბარეტი 5. სემ ვაითლოქი (კ) 6. აკირა იოანე 7. არდი სავეა 8. ლუკ ჯეიკობსენი
9. აარონ სმიტი 10. რიჩ მოუნგა
11. სევუ რისი 12. დევიდ ჰავილი 13. ანტონ ლინეტ ბრაუნი 14. ვილ ჯორდანი 15. დამიენ მაკენზი

სათადარიგოთა სკამი: 16. სამისონი ტაუკეიაჰო 17. იტან დე გრუტი 18. ანგუს ტაავო 19. ბროდი რეტალიკი 20. შენონ ფრიზელი 21. ბრედ ვებერი 22. ბოდენ ბარეტი 23 რიეკო იოანე.

null

ფიჯის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – ვერნ კოტერმა 4 ცვლილება განახორციელა: სასტარტო შემადგენლობაში „გამოჩნდნენ“ პესელი იატო, ფრენკ ლომანი, სეტარეკი ტუისუვუ და ენერიკო ბულირუარუა. კაპიტნის სამკლაური ლევანი ბოტიასგან ლეონე ნაკარავაზე გადავა.

ფიჯი: 1. პენი რავაი 2. სემ მატავესი 3. მასაკე დოგე 4. ტემო მაიანავანუა 5. ლეონე ნაკარავა (კ), 6. ჯონ დაიერი 7. მესულამე კუნავულა 8. პესელი იატო
9. ფრენკ ლომანი 10. ბენ ვოლასვოლა
11. ნემანი ნადოლო 12. ენერიკო ბულირუარუა 13. ვაისეა ნაიასალევუ 14. სეტარეკი ტუისოვუ 15. კენი მურიმურივალუ

სათადარიგო: 16. მასულამე დოლოკოტო 17. ერონი მავი 18. ლიროი ატალიფო 19. ალბერტ ტუისუე 20. კიტიონე კამიკამიკა 21. მოზეს სოროვი 22. ტეტი ტელა 23. მანასა მატაელე.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *