19 თებერვალს, სოლტ ლეიკ სიტიში NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩი გაიმართება. 1 კვირის წინ ცნობილი გახდა სასტარტო ხუთეულის წევრთა ვინაობა, დღეს გამთენიისას კი ლიგამ რეზერვისტები დაასახელა. სათადარიგოთა სკამის კალათბურთელები NBA-ს 30 მწვრთნელის გამოკითხვის შედეგად იქნა არჩეული.
დასავლეთ კონფერენციიდან ALL STAR-ის რეზერვისტთა რიგებში მოხვდნენ: პოლ ჯორჯი (კლიპერსი), შეი გილიჯეს ალექსანდერი (ოკლაჰომა), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), ლაური მარკანენი (იუტა), ჯა მორანტი (მემფისი) და დომანტას საბონისი (საკრამენტო).
აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ხუთეულის წევრები იქნებიან: ბემ ადებაიო (მაიამი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), დემარ დეროუზანი (ჩიკაგო), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ტაირიზ ჰალიბარტონი (ინდიანა), ჯრუ ჰოლიდეი (მილუოკი), ჯულიუს რენდლი (ნიუ-იორკი).
გაცნობებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის კაპიტანი ლებრონ ჯეიმსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის იანის ანტეტენკუმპო. უშუალოდ მატჩის დაწყების წინ, კაპიტნები არჩევანი-არადანის პრინციპით აირჩევენ თანაგუნდელებს.
სასტარტო ხუთეულის წევრები დასავლეთიდან: ლუკა დონჩიჩი (დალასი), სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ზაიონ უილიამსონი (ნიუ ორლეანი), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
სასტარტო ხუთეულის წევრები აღმოსავლეთიდან: კაირი ირვინგი (ბრუკლინი), დონოვან მიჩელი (კლივლენდი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), იანის ანტეტენკუმპო (მილუოკი).