ALL STAR-ის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

20 თებერვალს, კლივლენდში NBA-ს რიგით 71 -ე ყველა ვარსკვლავთა მატჩი გაიმართება. ჩატარებული გამოკითხვის შედეგად (50% გულშემატკივრები, 25% მოთამაშეები, 25% ჟურნალისტები) აირჩა აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების სასტარტო ხუთეულები.

null

აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტო ხუთეულში გამთამაშებლის პოზიციაზე „ატლანტას“ ლიდერი ტრე იანგი იქნება, მსროლელად – „ჩიკაგოს“ წამყვანი მოთამაშე დემარ დეროუზანი გამწესდება, მსუბუქ ფორვარდად – „ბრუკლინელი“ კევინ დურანტი, ხოლო მძიმე ფორვარდად – „მილუოკის“ ლიდერი იანის ანტეტენკუმპო. ცენტრის პოზიციაზე უალტერნატივო იყო „ფილადელფიას“ ჯოელ ემბიდი.

null

დასავლეთ კონფერენციის გუნდის უკანა ხაზი სტეფ კარიმ („გოლდენ სტეიტი“) და ჯა მორანტმა („მემფისი“) დააკომპლექტეს, ფორვარდებად ლებრონ ჯეიმსი („ლეიკერსი“) და ენდრიუ ვიგინსი („გოლდენ სტეიტი“) იქნებიან, ხოლო ცენტრის პოზიციაზე „დენვერელი MVP” ნიკოლა იოკიჩი იქნება.

null

აღმოსავლეთის გუნდის კაპიტანი კევინ დურანტია, რომელიც სამწუხაროდ ვერ მიიღებს მატჩში მონაწილეობას ტრავმის გამო. თუ ვინ ჩაანაცვლებს „K.D”-ს სასტარტოში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დასავლეთის გუნდის კაპიტნად ლებრონ ჯეიმსია არჩეული, რომელიც თავის მშობლიურ ქალაქში ითამაშებს მორიგ „ALL STAR”-ს და შეეცდება მორიგი გამარჯვების მოპოვებას.

საინტერესო ფაქტია, რომ ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციას „მაიამი“ ლიდერობს, დასავლეთს „ფინიქსი“, თუმცა ვერცერთი გუნდიდან ვერცერთი მოთამაშე ვერ მოხვდა „ALL STAR”-ის სასტარტოებში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *