19 თებერვალს, სოლტ-ლეიკ-სიტიში ჩატარდება NBA-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩი. სამწუხაროდ სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ALL STAR-ს დააკლდებიან ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც არიან სტეფ კარი, კევინ დურანტი და ზაიონ უილიამსონი.
ESPN-ის ინსაიდერის – ედრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით ტრავმირებულ მოთამაშეთა ტრიოს ენტონი ედვარდსი (მინესოტა), პასკალ სიაკამი (ტორონტო) და დეარონ ფოქსი (საკრამენტო) ჩაანაცვლებენ.
ფოქსისთვის და ედვარდსისთვის ეს სადებიუტო ALL STAR იქნება, ხოლო სიაკამისთვის – მეორე.
ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ლაური მარკანენი (იუტა) და ჯა მორანტი (მემფისი) სასტარტო ხუთეულებში ჩაანაცვლებენ დურანტს, კარის და უილიამსონს.
NBA-ს ALL STAR 2019
სასტარტო ხუთეულის წევრები დასავლეთიდან: ლუკა დონჩიჩი (დალასი), ჯა მორანტი (მემფისი), ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი), ზლაური მარკანენი (იუტა), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)
სასტარტო ხუთეულის წევრები აღმოსავლეთიდან: კაირი ირვინგი (ბრუკლინი), დონოვან მიჩელი (კლივლენდი), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი), იანის ანტეტენკუმპო (მილუოკი).
მეორე ხუთეულის წევრები დასავლეთიდან: პოლ ჯორჯი (კლიპერსი), შეი გილიჯეს ალექსანდერი (ოკლაჰომა), ჯარენ ჯექსონი (მემფისი), დემიან ლილარდი (პორტლენდი), დეარონ ფოქსი (საკრამენტო), ენტონი ედვარდსი (მინესოტა) და დომანტას საბონისი (საკრამენტო).
აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ხუთეულის წევრები: ბემ ადებაიო (მაიამი), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი), დემარ დეროუზანი (ჩიკაგო), პასკალ სიაკამი (ტორონტო), ტაირიზ ჰალიბარტონი (ინდიანა), ჯრუ ჰოლიდეი (მილუოკი), ჯულიუს რენდლი (ნიუ-იორკი).