ფრანკ რიბერიმ, შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კარიერა დაასრულოს. ამის შესახებ Football-Italia წერს. ფრანგი გარემარბი 38 წლისაა, იტალიის სალერნიტანაში თამაშობს და სერია ა-ს ამ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 2 საგოლე პასი გააკეთა. სალერნიტანა ბოლო ადგილზეა.
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ რიბერი თურქულ კლუბებს სურთ: ქასიმფაშასა და კარაგიუმრუკს. თუმცა აქედან არაფერი გამოვიდა.
იანვარშივე, ბრაზილიის სერია ა-ს კლუბ სეარას პრეზიდენტმა რობინსონ დე კასტრომ თქვა:
„რიბერი შემოგვთავაზეს. მე გამიკვირდა, ის კიდევ თამაშობს?“
რიბერიმ საუკეთესო სეზონები ბაიერნში გაატარა, სადაც ყველაფერი მოიგო და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.