AS: გვარდიოლა პსჟ-ს ჩაიბარებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, პეპ გვარდიოლა 2023 წელს პსჟ-ს ჩაიბარებს. ამის შესახებ AS-მა დაწერა. აღნიშნული წყარო იუწყება, რომ პოჩეტინო გუნდში კიდევ ერთი წელი დარჩება, არგენტინელს კლუბის ხელმძღვნაელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს და მის გაშვებას ჯერ არ გეგმავენ, შემდეგ კი ფრანგთა მესაჭე პეპი გახდება.

პსჟ-მ ლიგა 1 მოიგო. გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი კანდიდატიც იყო, თუმცა რეალთან 1/8 ფინალიდან გამოვარდა, სადაც 2 მატჩის ჯამში 2:3 წააგო.

რაც შეეხება გვარდიოლას, პეპმა მანჩესტერ სიტისთან ერთად პრემიერლიგა მეოთხედ მოიგო. პსჟ-ს მსგავსაც სიტიც ლიგის მოგების კანდიდატი იყო, თუმცა ასევე პსჟ-ს მსგავსად რეალმა გამოაგდო, რომელთანაც 1/2 ფინალში 2 მატჩის ჯამში 5:6 დამარცხდა.

Leave a comment

Your email address will not be published.