AS: ერთადერთი კლუბი, რომელმაც რონალდუს ოფიციალური წინადადებით მიმართა…

გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარიერას საუდის არაბეთის კლუბ ალ-ნასრიში გააგრძელებს. AS-ის ინფორმაციით, ალ-ნასრი ერთადერთი კლუბია, რომელმაც პორტუგალიელს ოფიციალური წინადადებით მიმართა. შეგახსენებთ, რომ მხარეები წლიურ 200 მილიონ ევროზე და 2.5 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.

კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერი დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა. ბრიტანელებმა მას კონტრაქტი იმ ინტერვიუს გამო გაუწყვიტეს, სადაც კრიშტიანუმ გუნდის ხელმძღვანელობა, ყოფილი და ამჟამინდელი მწვრთნელები გააკრიტიკა.

რონალდუს წელს წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატი გამოუვიდა. პორტუგალიელმა მუნდიალზე 5 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და ტურნირს თანამემამულეებთან ერთად 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *