AS – მამარდაშვილი სხვა ოპტიმიზმით

AS-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა გიორგი მამარდაშვილის თამაშს. 21 წლის ქართველი მეკარე ღამურების ძირითადში დაბრუნდა და სოსიედადთან კარგი მატჩი ჩაატარა – 0:0, დამაჯერებლობა, ორი რთული ბურთის მოგერიება…

ვალენსიელთა მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ზამთარში მისი იჯარით გაშვება არ სურდა. არადა, იყო ამის შანსი. ისე მოჩანდა, რომ მამარდაშვილი მესამე მეკარე იყო სილესენისა და დომენეკის შემდეგ. რა შეიცვალა? სილესენის მიმართ არაფერი შეცვლილა, ნიდერლანდელი კვლავაც პირველია, აი დომენეკს კი ქართველმა კონკურენცია მოუგო.

„მამარდაშვილი ბოლო თვეებში ვარჯიშებზე ჩუმად მუშაობდა, რათა  შანსი კიდევ მიეღო. ბორდალასმა მისი თამაში მაღალ დონეზე შეაფასა. ყველა ხედავს გიორგის პოტენციალს, მაგრამ რთული სიტუაციების თავიდან დასაღწევად საჭირო იყო ახალგაზრდა მეკარის დასვენება. ის შეცდომები, რაც რეალთან და სევილიასთან ჰქონდა, რთული დასაძლევი იყო ფსიქოლოგიურად.

…ახლა გიორგი ხვდება, რომ სილესენის დაბრუნებამ შესაძლოა ისევ სათადარიგოს აქციოს, მაგრამ სოსიედადთან დამაჯერებელი თამაში უკვე სხვანაირ ოპტიმიზმს მატებს, რომ გუნდისთვის დიდი ძალაა“.

ერთ-ერთმა საიტმა https://plazadeportiva.valenciaplaza.com/notas-pd-valencia-cf-real-sociedad ვალენსიას ფეხბურთელები შეაფასა და მამარდაშვილს ყველაზე მაღალი ქულა ერგო ბრაიან ხილთან ერთად: 7,0.

კონკრეტულად ლა ლიგას თუ ავიღებთ, 22 ნოემბერს იყო სოსიედადი-ვალენსია, მაშინ ღამურების კარში სილესენი იდგა და მაშინაც 0:0 დაფიქსირდა. იქიდან მოყოლებული, ვალენსია ლა ლიგაში ზედიზედ 9 მატჩი მინიმუმ ერთ გოლს უშვებდა.

აი, მეათეში შეწყდა – მამარდას დიდი დამსახურებაცაა. სოსიედადიდან სოსიედადამდე.

Leave a comment

Your email address will not be published.