ATP CUP-ზე ავსტრიას საფრანგეთი ჩაანაცვლებს

ATP CUP-ის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაირკვა რომ ტურნირზე მონაწილეობას ვეღარ მიიღებს ავსტრიის ნაკრები, რადგან დომინიკ ტიმმა გადაწყვიტა 2022 წლის სეზონი იანვრის ბოლოს კორდობას ტურნირით დაიწყოს, ხოლო დენის ნოვაკს კი ტრავმა აქვს.

ATP CUP-ის ორგანიზატორებს სწრაფ რეჟიმში მოუწიათ ავსტრიის შემცვლელის პოვნა და მალევე მიაგნეს – საფრანგეთის ნაკრებს, რომელიც უგო ემბერით, ფაბრის მარტინით, არტურ რინდერკნეხით და ედუარდ-როჯე ვასლინით იქნება წარმოდგენილი.

ფრანგები C ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები რუსეთის, იტალიის და ავსტრალიის ნაკრებები იქნებიან.

null

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ტურნირმა არაერთი მტკივნეული დანაკარგი განიცადა – ATP CUP-ზე მონაწილეობას აღარ მიიღებს ნოვაკ ჯოკოვიჩი, მის ნაცვლად კი სერბეთს მსოფლიო რეიტინგის 33-ე ჩოგანი დუშან ლაიოვიჩი ულიდერებს.

დიდი გადანაცვლებებია რუსეთის ნაკრებშიც – ანდრეი რუბლიოვს კორონავირუსი დაუდასტურდა და მისი თამაში გამოირიცხა, ბოლო მომენტში ნაკრების შემადგენლობა დატოვეს ასლან კარაცევმა და ევგენი დანსკოიმ, მათ მაგივრად კი ჩვენს ჩრდილოეთელ „მეზობლებს“ ევგენი კარლოვსკი დაემატა.

null

რუსეთის ნაკრების საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება: დანილ მედვედევი, რომან საიფულინი, ევგენი კარლოვსკი. კაპიტანდ კი მედვედევის მთავარი მწვრთნელი ჟილ სერვარა დაინიშნა.

Leave a comment

Your email address will not be published.