2022 წლის 1 იანვარს სტარტს აიღებს ATP CUP, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საჩოგბურთო ნაკრებიც მიიღებს.
ტურნირი ქალაქ სიდნეიში ჩატარდება და მასში მონაწილეობას არაერთი საჩოგბურთო ვარსკვლავი მიიღებს.
A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი
B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია
C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ა.შ.შ
D ჯგუფი: საბერძნეთი, პოლონეთი, არგენტინა, საქართველო.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იქნება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურაბ ტყემალაძე, საბა ფურცელაძე.
D ჯგუფში ფავორიტის დასახელება რთული იქნება, რადგან საბერძნეთს ლიდერად სტეფანოს ციციპასი ყავს და მეტი თითქმის არავინ, ანალოგიურ სიტუაციაშია პოლონეთის ნაკრები, რომლის წამყვანი მოთამაშეც ჰუბერტ ჰურკაჩია. მეტნაკლებად დაბალანსებული შემადგენლობა ყავს არგენტინას: დიეგო შვარცმანი, ფედერიკო დელბონისი, ფედერიკო კორია, მაქსიმო გონსალესი, ანდრეს მოლტენი.