24-30 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი გაიმართება. Erste Bank open-ზე იასპარეზებს საქართველოს პირველი ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილიც, რომელიც ამ მომენტისთვის 37-ე საფეხურს იკავებს მსოფლიო რეიტინგში.
ნიკასთან ერთად ავსტრიაში სათამაშოდ არაერთი სახელოვანი ჩოგბურთელი ჩავა:
დანილ მედვედევი
სტეფანოს ციციპასი
იანიკ სინერი
ანდრეი რუბლიოვი
კამერონ ნორი
ტეილორ ფრიცი
კარენ ხაჩანოვი
მატეო ბერეტინი
დიეგო შვარცმანი
ფრანსის ტიაფო
ნიკოლოზ ბასილაშვილი
დროის იმავე პერიოდში შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ასევე გაიმართბა ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. ელიტარულ მოთამაშეთა ნაწილი სწორედ ამ ტურნირზე იასპარეზებს.
კარლოს ალკარასი
კასპერ რუუდი
ფელიქს ოჟე-ალიასიმი
პაბლო კარენო-ბუსტა
მარინ ჩილიჩი
ნიკ კირიოსი
ენდი მარეი
სტენ ვავრინკა
ტრავმებისა და სხვადასხვა პირადული პრობლემების გამო ორივე ტურნირს სამწუხაროდ გამოტოვებენ ისეთი ჩოგბურთელები როგორებიც არიან რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი.