Australian Open-ზე ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია

16 იანვარს სტარტს აიღებს სეზონის პირველი გრანდ სლემი – ავსტრალიის ღია პირველობა, რომელიც ზუსტად 2 კვირას გაგრძელდება და 30 იანვარს დასრულდება.

ტურნირზე 21-ე ნომრად განითესა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც წილისყრაში ნამდვილად არ გაუმართლა – პირველივე რაუნდში მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ჩოგან ენდი მარეის ხვდება(N 135, ძირითად ბადეში ვაილდ ქარდით მოხვდა).
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბრიტანელ ჩოგბურთელს გასულ კვირასაც შეხვდა სიდნეის ტურნირის 1/8 ფინალში და მძიმე ბრძოლაში 7:6 6:7 3:6 დამარცხდა. ენდი მარეი ბასილაშვილს ურთიერშეხვედრებში 2:0-ს ამარცხებს და იმედია ეს დანავსული სერია მელბურნში შეწყდება.

თუ საქართველოს პირველმა ჩოგანმა წარმატებით გაიარა პირველი წრე, მისის მომდევნო მეტოქე ურუგვაელ პაბლო კუევასს და კვალიფიკანტს შორის გამარჯვებული უნდა იყოს. 1/16 ფინალში, სავარაუდო მეტოქედ იტალიელი იანიკ სინერი მოჩანს, ხოლო მერვედფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი.

null

Australian Open-ზე პირველ ნომრად ნოვაკ ჯოკოვიჩია განთესილი, თუმცა ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული მისცემენ თუ არა „ნოლეს“ ტურნირზე ასპარეზობის უფლებას (არ აქვს გაკეთებული კოვიდ ვაქცინა).
ჯოკოვიჩი პირველივე წრეში თავის თანამემამულეს – სერბ მიომირ კეჩმანოვიჩს ხვდება, მეორე რაუნდში სავარაუდოდ ამერიკელ ტომი პოლთან მოუწევს დაპირისპირება, ხოლო 1/16 ფინალში ფრანგ გაელ მონფილსთან(9 იანვარს მოიგო ადელაიდას ტურნირი და მშვენიერ სპორტულ ფორმაშია).

null

ბადის ქვედა ნახევარში, უკიდურეს დაბალ წერტილში განითესა დანილ მედვედევი. მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი ამ ტურნირზე მეორე ნომრად იქნება განთესილი და მისი პირველი მეტოქე შვეიცარიელი ჰენრი ლააქსონენია. მეორე წრეში შესაძლოა ძალიან საინტერესო დაპირისპირება შედგეს – მედვედევი VS კირიოსი.

null

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეექვსე ნომრად განითესა რაფაელ ნადალი, რომელიც ტურნირს ამერიკელ მარკოს ჟირონთან მატჩით გახსნის. მეორე რაუნდში „რაფას“ შეიძლება დიდი პრობლემები შეხვდეს, რადგან „ბადეში უზის“ კორტების მასპინძელი ტანასი კოკინაკისი. ავსტრალიელი ჩოგბურთელი 2022 წლის დასაწყისში ბრწყინვალე ჩოგბურთს აჩვენებს და ზედიზედ მეორე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა(ადელაიდა 1, ადელაიდა 2).

null

ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტია სტეფანოს ციციპასი.ბერძენი პირველ რაუნდში მიქაელ იმერს ხვდება, მეორე რაუნდში კი სავარაუდო მეტოქედ ესპანელი ალბერტ რამოს ვინოლასი ეყოლება.

Leave a comment

Your email address will not be published.