მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ საინტერესოდ ისაუბრა მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელ ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩზე და გაიხსენა მასთან დაპირისპირების ავსტრალიური ამბები.
“როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩს ახსენებენ, პირველი რაც მოგდის თავში აზრად ეს ავსტრალიის ღია პირველობაა. Australian Open-ზე ნოვაკი – ხელშეუხებელია”. მისი მელბურნში დამარცხება – უბრალოდ შეუსრულებელ მისიად რჩება ყველასთვის. იმ ტიტულების რაოდენობა, რომელიც მან მწვანე კონტინენტის დიდ სლემზე მოიგო, უბრალოდ გასაგიჟებლად ძალიან მაგარია. ყველაფერთან ერთად – ჯოკოვიჩის წინააღმდეგ თამაში არამხოლოდ ჰარდზე, არამედ ნებისმიერ სხვა საფარზეც წარმოუდგენლად რთულია. სერბი ჩოგბურთელი გამოირჩევა თავისი უნივერსალიზმით და ეს მოწინააღმდეგისთვის სიტუაციას ართულებს.”
შეგახსენებთ, რომ ენდი მარეი კარიერაში ხუთჯერ გავიდა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და ხუთივე წააგო, ამ ხუთი მარცხიდან 4 სწორედ ჯოკოვიჩთან იწვნია.
2010 წელი ფედერერი – მარეი 6:3 6:4 7:6
2011 წელი ჯოკოვიჩი – მარეი 6:4 6:2 6:3
2013 წელი ჯოკოვიჩი – მარეი 6:7 7:6 6:3 6:2
2015 წელი ჯოკოვიჩი – მარეი 7:6 6:7 6:3 6:0
2016 წელი ჯოკოვიჩი – მარეი 6:1 7:5 7:6
2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ვაილდ ქარდი მიიღო და ყველანაირი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის გარეშე იასპარეზებს ძირიტად ბადეში. ნოვაკ ჯოკოვიჩის თამაში ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშაა – სერბი ჩოგბურთელი კორონა ვირუსის ვაქცინის გაკეთებას უარობს, მის გარეშე კი ტურნირზე ჩოგბურთელებს არ უშვებენ.
გაცნობებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს კარიერაში 9-ჯერ აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა და თუ 2022 წელსაც იასპარეზებს, შანსი ექნება მეათედ მოიგო ავსტრალიური გრანდ სლემი.