Australian Open-ზე სენსაციები გრძელდება

გუშინ, Australian Open-ზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა – პირველ ნომრად განთესილმა რაფაელ ნადალმა 3 სეტში წააგო მაკენზი მაკდონალდთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

მოულოდნელი შედეგები დღესაც გაგრძელდა – ავსტრალიის ღია პირველობას ტოვებს მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი – კასპერ რუუდი.

ნორვეგიელმა ჩოგბურთელმა, უმძიმეს, 4 საათიან ბრძოლაში 3:6 5:7 7:6 2:6 წააგო ჯენსონ ბრუკსბისთან.

null

შეხვედრის სტარტზე კასპერი ძალიან ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებდა, რის ხარჯზეც საწყისი 2 სეტი დათმო 3:6 5:7.

მესამე პარტიაში ბრუკსბი ორჯერ იგებდა ბრეიკით (2:0, 4:2), თუმცა ორივე შემთხვევაში რუუდმა უკუბრეიკი შეასრულა. სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ნორვეგიელმა 7:4 იმარჯვა.

მეოთხე პარტიაში ბრძოლა ფაქტიურად არ ყოფილა – ამერიკელმა საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და შემდეგ უპრობლემოდ მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე 6:3 7:5 6:7 6:2.

ჯენსონ ბრუკსბიმ კარიერაში პირველად მოუგო ტოპ 10-ის წარმომადგენელს და ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში თანამემამულე ტომი პოლს შეხვდება.

null

მოულოდნელი შედეგები დაფიქსირდა ქალთა ერთეულთა თანრიგის ბადეშიც – ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა ტოპ 10-ის ორი რუსი წარმომადგენელი: დარია კასატკინა და ვერონიკა კუდერმეტოვა.

კასატკინამ პირველი რაუნდის მატჩში 1:6 1:6 განადგურდა გრაჩევასთან, ხოლო კუდერმეტოვამ მეორე წრის შეხვედრაში წააგო კეტი ვოლინეცთან 4:6 6:2 6:2.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *