მელბურნში დასასრულს უახლოვდება ავსტრალიის ღია პირველობა.
ქალთა ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალურ სტადიაზე ელინა რიბაკინამ 7:6 6:3 სძლია ვიქტორია აზარენკას, ხოლო არინა საბალენკამ მაგდა ლინეტი დაამარცხა 7:6 6:2.
ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ორშაბათიდან საბალენკა მსოფლიო რეიტინგის მეორე ჩოგანი გახდება, ხოლო რიბაკინა ტოპ 10-ში შეაბიჯებს, გამოაძევებს რა იქიდან რუს – ვერონიკა კუდერმეტოვას.
საბალენკა დიდი სლემის ტურნირზე პირველად გავიდა ფინალში.
არინა კარიერის განმავლობაში რიგით მე-20 ტურნირის ფინალს ითამაშებს WTA TOUR-ზე.
ბელორუს ჩოგბურთელს ჯამში 11 ტიტული აქვს მოგებული.
ელინა რიბაკინა კარიერაში მეორედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში. შარშან, ყაზახმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის მოგება მოახერხა.
ყაზახეთის ჩოგბურთის ისტორიაში ელენა გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
საბალენკა და რიბაკინა ერთმანეთს მეხუთედ შეხვდებიან. ურთიერთშეხვედრებში ბელორუსი ჯერჯერობით 3-1 იგებს.