მიდი ოლიმპიკი: დავით ნინიაშვილი სუპერ ვარსკვლავია

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-11 ტური გამორჩეული გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის. დავით ნინიაშვილმა და ბექა გიგაშვილმა მორიგი ლელოები მიითვალეს. ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა კი, პირველად ისტორიაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად სამი ქართველი მორაგბე დაასახელა. ესენია: ბექა გორგაძე (პო), დავით ნინიაშვილი (ლიონი) და ბექა გიგაშვილი (ტულონი). შეგახსნებთ, რომ დავით ნინიაშვილის ლიონმა შინ ლიდერ ტულუზს მოუგო  – 21:14,… Continue reading მიდი ოლიმპიკი: დავით ნინიაშვილი სუპერ ვარსკვლავია

ბექა გიგაშვილისა და დავით ნინიაშვილის წყვილი ლელო (Video)

ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი განახლდა. დავით ნინიაშვილის და ბექა საღნაძის ლიონმა შინ დაამარცხა გათამაშების ლიდერი ტულუზი – 21:14. ტულუზმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით 7:6 მოიგო. თუმცა, შესვენების შემდეგ ლიონი საგრძნობლად გააქტიურდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ნინიაშვილმა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს 47-ე წუთზე ლელო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საღინაძემ თავიდან ბოლომდე… Continue reading ბექა გიგაშვილისა და დავით ნინიაშვილის წყვილი ლელო (Video)

ავსტრალიის ნაკრების ბრწყინვალე ფინიში (Video)

ნოემბრის ტესტები დასრულდა. ბოლო ორ შეხვედრაში, რომლებიც ამ უქმეებზე გაიმართა სტუმრებმა გაიმარჯვეს. დიდი სარაგბო თრილერი ვიხილეთ კარდიფში, სადაც ერთმანეთს მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ეთამაშებოდნენ. აღსანიშნავია, რომ თითქმის ტაიმნახევარი უელსი მეტოქეს აშკარად ჯაბნიდა და 21 ქულის სხვაობით 34:13 იგებდა. ვოლაბებმა წარმოუდგენელი შეძლეს. ინიციატივა ხელთ იგდეს და დაბნეულ მასპინძლებს 26 ქულა აართვეს. ავსტრალიელებმა საოცარი სპორტული გმირობის… Continue reading ავსტრალიის ნაკრების ბრწყინვალე ფინიში (Video)

სენსაცია ქუთაისში, შემოქმედი ისევ ხვამლია

აია-ხვამლი 17:18 აია: 2ლ – საჯარიმო, ჯინჭარაძე. გ – გ,ბაბუნაშვილი. ს – ღლონტი სინბინი: გ. ბაბუნაშვილი ხვამლი: 2ლ – ორაგველიძე, ლუტიძე. 2ს,გ – ქობელაშვილი. სინბინი: აფციაური, დონაძე მსაჯი: საბა აბულაშვილი კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა მიმდინარე გათამაშებაში ქუთაისში. გმირები, ისევ დებიუტანტის, თბილისის ხვამლის მორაგბეები არიან, რომლებმაც აიას 18:17 მოუგეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ხვამლმა მშრალი ანგარიშით… Continue reading სენსაცია ქუთაისში, შემოქმედი ისევ ხვამლია

ედი ჯონსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი არ იქნება

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ უარყო უცხოურ და ქართულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიმდინარეობს მოლაპარაკება ინგლისის ნაკრების ავსტრალიელ მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსთან და მან შესაძლოა ბორჯღალოსნები ჩაიბაროს. “საიდან გაჩნდა მედიაში ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით. ის სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც  წელიწადნახევრის წინათ რაგბის კავშირში მოვედი, მიმდინარეობდა მოლაპარაკება რამდენიმე მაღალი დონის მწვრთნელთან, ისეთებთან როგორიც… Continue reading ედი ჯონსი ბორჯღალოსნების მწვრთნელი არ იქნება

ჩემპიონი ისევ დამარცხდა

ყოჩები-ბათუმი 24:21 ყოჩები:  2ლ – ბიწაძე, რეხვიაშვილი. 4ს,გ – ფურცხვანიძე. სინბინი: ჭუმბაძე, რეხვიაშვილი, გუშარაშვილი ბათუმი:  2ლ – კოპაძე, საჯარიმო. 3ს – მ.ნინიძე სინბინი: თაგაური მსაჯი: გიგა მშვენიერაძე  ევროპამოვლილი საქართველოს ჩემპიონი ბათუმი მარცხზე მარცხს განიცდის. ამჯერად ბათუმელებმა შარშანდელ ფინალისტთან ბოლნისის ყოჩებთან წააგო – 21:24. ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, რომ მატჩი დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. პირველი ტაიმი… Continue reading ჩემპიონი ისევ დამარცხდა

ვასილ ლობჟანიძე საუკეთესოა

ნოემბრის ტესტების მესამე კვირის საუკეთესო მორაგბედ საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე აღიარეს. გამოკითხვა ქომაგებს შორის ტესტების ოფიციალურმა ვებ გვერდმა autumnnationsseries.com-მა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 19 ნოემბერს, კარდიფში, უელსის ნაკრები დაამარცხა – 13:12. ლობჟანიძე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

ბორჯღალოსნები VS ოლ ბლექსი თბილისში? ეს რეალურია

იტალიური სარაგბო ვებ გვერდის onrugby.it ცნობით საქართველოს რაგბის კავშირი მუშაობს რათა 2023 წლის მსოფლიოს თასის წინ, ეგრეთწოდებულ გასახურებელ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებს ეთამაშოს. ვებ გვერდი წერს, რომ ქართული რაგბის მესვეურები ცდილობენ იტალიისა და უელსის ნაკრებებთან გამარჯვებით მაღალი დონის გუნდებთან უფრო მეტი მატჩების გამართვა დაიბევონ, რათა განვითარდნენ და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩინება სცადონ ექვსი ერისკენ მიმავალ გზაზე.… Continue reading ბორჯღალოსნები VS ოლ ბლექსი თბილისში? ეს რეალურია

ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალი საქართველოში?

უელსთან საქართველოს ისტორიული გამარჯვების კვალად საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, სოსო ტყემალაძე და მისი მრჩეველი, ნიკა ალავიძე მაღალი დონის შეხვედრებზე ინგლისში მიიწვიეს. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა, ინგლისი რაგბის პრეზიდენტმა, ბილ სვინმა, ასევე 6 ერის ტურნირის მფლობელებმა, ბენ მორელმა და ჯული პეტერსონმა. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ ბოლო ორ წელიწადში ქართული რაგბი საგრძობ პროგრესს განიცდის და არნახულ… Continue reading ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალი საქართველოში?

სანდრო თოდუას ლელო საუკეთესოა

ნოემბრის ტესტების ოფიციალურმა ვებ გვერდმა autumnnationsseries.com მესამე სათამაშო კვირის საუკეთესო ლელოს გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. ქომაგების უმრავლესობამ ნომინანტთა შორის საუკეთსოდ საქართველოს ნაკრების ალექსანდრე თოდუას ლელო დაასახელა. შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე ბორჯღალოსნებმა სტუმრად, კარდიფში უელსის ნაკრები დაამარცხეს – 13:12