გოგიტა არქანიამ კვალიფიკაცია ვერ დაძლია

გოგიტა არქანიამ მორიგი ბრძოლა გამართა, სადაც ყაზახ დანიარ იულდაშევს დაუპირისპირდა 3:1 მოუგო. მიუხედავად ამისა, ქართველი კარატისტი ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ნეხავარფინალის მიღმა დარჩა.  

ელიზბარ ოდიკაძემ რეპეშაჟი დათმო

97 კგ წონით კატეგორიაში ელიზბარ ოდიკაძემ აზერბაიჯანელ შარიპოვთან 7:5 დათმო და შეჯიბრებას გამოეთიშა. არადა, 13 წამით ადრე ჩვენებური ანგარიშში წინ იყო. ბოლო წამებზე ოდიკაძეს წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ მეტოქე ჩოქბჯენში ვერ გადაიყავანა და დროც ამოიწურა.  

გოგიტა არქანიამ ჯონათან ჰორნს ხელი ამოუგდო

გოგიტა არქანია გერმანელ ჯონათან ჰორნთან ხუთი წამით ადრე 3:4 აგებდა. გერმანელმა კარატისტმა ერთ-ერთ ეპიზოდში ხელი ამოიგდო და ბრძოლის გაგრძელება ვერ შეძლო. არქანიამ კიკეთი, ანუ 4:0 მოიგო.

არქანიამ მეორე მარცხით საქმე გაირთულა

გოგიტა არქანიამ მეორე ბრძოლაში თურქ იუგურ აკტასთან წააგო 1:3 და ნახევარფინალში გასვლის შანსი საგრძნობლად შეუმცირდა. ქართველ კარტისტს ახლა მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა.

გოგიტა არქანიამ მარცხით დაიწყო

ტოკიო 2020-ზე კარატეში ქართველი სპორტსმენის გოგიტა არქანიას დებიუტი შედგა. ჩვენებური პირველ ბრძოლაში იაპონელ რუიტარო არაგას დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. მომდევნო მეტოქე თურქი იუგურ აკტასი იქნება.

იოსებ ტყემალაძემ რაგბის კავშირის გამგეობის წევრად მამუკა გორგოძე წარადგინა

5 აგვისტოს, 16 საათზე დასრულდა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის წევრთა კანდიდატების წარდგენის ვადა. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის იოსებ ტყემალაძის მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარმოდგენილ იქნა გამგეობის წევრობის შემდეგი კანდიდატები: გიორგი კობახიძე, გივი ჭიჭინაძე, აკაკი დავითულიანი, მამუკა გორგოძე, ზვიად თავართქილაძე. ნამდვილ წევრთა მიერ 2021 წლის 15 აგვისტოს გასამართ რიგგარეშე საერთო… Continue reading იოსებ ტყემალაძემ რაგბის კავშირის გამგეობის წევრად მამუკა გორგოძე წარადგინა

სალომე ფაჟავა ფინალის მიღმა დარჩა

სალომე ფაჟავა პირველი ქართველი მხატვრული ტანმოვარჯიშეა, რომელმაც ორ ოლიმპიდაზე იასპარეზა. 2016 წელს, რიოში ტრავმის გამო მან ვერ შეძლო სათანადოდ გამოსვლა, არადა კარიერის პიკში იყო. ამჯერად, ტოკიოში ფაჟავას ტრავმა არ აწუხებდა, მაგრამ საგრძნობლად გაზრდილ კონკურენციას ვერ გაუძლო და ფინალში ვერ გავიდა. ოთხი საგნით ასპარეზობის ჯამში ფაჟავას 89,650 ქულა დაუგროვდა და მე-17 ადგილზე გავიდა. ფინალში კი, ათმა… Continue reading სალომე ფაჟავა ფინალის მიღმა დარჩა

ორი იძულებითი ცვლილება ბოკეს ძირითადში

სამხრეთ აფრიკის ნაკრები 7 აგვისტოს, კეიპ თაუნში მესამე მატჩს გამართავს ბრიტანელ ლომებთან. სერიაში ანგარიში თანაბარია – 1:1. ამდენად, ეს შეხვედრა გადამწყვეტია. ბოკეს მთარავმა მწვრთნელმა ჟაკ ნიენაბერმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ორი იძულებით ცვლილებაა. ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ცხრა ნომერი ფაფ დე კლერკი და მესამე ხაზელი პიტერ-სტეფ დი ტოი. მათ ნაცვლად ითამაშებენ, შესაბამისად კობუს რეინა და… Continue reading ორი იძულებითი ცვლილება ბოკეს ძირითადში

ედი ჯონსი საქართველოში

TEDDINGTON, ENGLAND - JUNE 17: England Head Coach, Eddie Jones looks on during an England training session at The Lensbury on June 17, 2021 in Teddington, England. (Photo by Alex Davidson - RFU/The RFU Collection via Getty Images)

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი საქართველოში 18 აგვისტოს ჩამოვა და ქართველ სპეციალისტებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს. 61 წლის ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელიც ქართულ რაგბთან წლებია მეგობრობს, თბილისში სამი დღე დარჩება და შეხვედრებს მაღალი მიღწევების მწვრთნელებთან გამართავს.   “ედი ჯონსის ვიზიტი დიდი პატივი და ქართული რაგბის დაფასებაა. ის ივლისში, შოტლანდიასთან მატჩის წინ უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, ეს… Continue reading ედი ჯონსი საქართველოში

რამაზ ზოიძე ბრინჯაოსთვის ბრძოლას განაგრძობს

რამაზ ზოიძე ნახევარფინალში ირანელ მოჰამად რეზა გერაის შეხვდა და 1:6 დამარცხდა. არადა, პირველი რაუნდის შემდეგ ცვენებური 1:0 იგებდა. მეორეში ზოიძემ ჩოგბჯენში იჩქარა და ერთბაშად ექვსი ქულა დაკარგა. ხვალ, რამაზ ზოიძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.