NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ერთმანეთს სამხრეთ/დასავლეთ დივიზიონის ორი გუნდი დაუპირისპირდა – “ნიუ ორლეანმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “სან ანტონიოს”. გრეგ პოპოვიჩის გადაწყვეტილებით, “სპურსის” რიგებში შეხვედრა სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო სანდრო მამუკელაშვილმა. ქართველმა ფორვარდმა მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. “მამუმ” პარკეტზე გატარებული 25 წუთის განმავლობაში 20 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 3 ჩაჭრა… Continue reading მამუკელაშვილმა “პელიკანზს” 20 ქულა ჩაუგდო
Author: გიორგი ბარბაქაძე
მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდა დაკარგა
მსოფლიო კალათბურთის და “ნიუ-იორკის” ლეგენდარული ცენტრი – უილის რიდი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. რიდმა მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა “ნიქსის” შემადგენლობაში გაატარა (1964-74 წლები). ამ პერიოდის განმავლობაში იგი ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი (1970, 1973). რიდი – პირველი კალათბურთელია NBA-ს ისტორიაში, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში იქნა აღიარებული რეგულარული სეზონის, ფინალების და ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (1969/70… Continue reading მსოფლიო კალათბურთმა ლეგენდა დაკარგა
“ნიქსს” ჯულიუს რენდლის 57 ქულამაც ვერ უშველა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში “ნიუ – იორკმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მინესოტას” და უხვქულიან შეხვედრაში 134:140 დამარცხდა. მიუხედავად წაგებული მატჩისა, მოედანზე საუკეთესო “ნიქსის” მძიმე ფორვარდი – ჯულიუს რენდლი გახლდათ. რენდლმა პარკეტზე გატარებული 37 წუთის განმავლობაში 57 ქულა ჩაუგდო მინესოტელ “მგლებს” და შედეგიანობის პირადი რეკორდიც დაამყარა. ჯულიუსმა თამაშიდან 29 ბურთი ესროლა მეტოქის კალათისკენ, საიდანაც 19 ზუსტად… Continue reading “ნიქსს” ჯულიუს რენდლის 57 ქულამაც ვერ უშველა
ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა
ა.შ.შ-ს ქალაქ მაიამიში სტარტი აიღო საჩოგბურთო მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპმა. მსოფლიო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი 132-ე საფეხურს იკავებს, შესაბამისად ქართველ ჩოგბურთელს ძირითად ბადეში მოსახევდრად 2 რაუნდიანი კვალიფიკაციის გავლა უწევდა. სამწუხაროდ, ნიკამ პირველივე ეტაპზე 4:6 6:1 1:6 წააგო ფელიპე მელიგენთან(N 164) და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა. შეხვედრის სტარტი ბრაზილიელს უკეთესი გამოუვიდა – საწყისი 6 გეიმიდან ხუთი მოიგო და სოლიდური… Continue reading ბასილაშვილი მაიამის მასტერსს გამოეთიშა
NBA-ში ქართველთა სათამაშო დრო გაიზარდა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები ჩაატარეს ქართველთა გუნდებმა – “სან ანტონიომ” და “ორლანდომ”. გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილმა “სპურსმა” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “ატლანტას” და მეტოქე 126:118 დაამარცხა. ტრადიციულად, დიდი სათამაშო დრო მიეცა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველი ფორვარდი პარკეტზე 19 წუთით გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 6 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. “მამუმ” საკმაოდ ბევრი… Continue reading NBA-ში ქართველთა სათამაშო დრო გაიზარდა
ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე
ინდიან-უელსში დასრულდა ATP-ის საჩოგბურთო სეზონის პირველი მასტერსი. ფინალურ მატჩში კარლოს ალკარასმა 6:3 6:2 სძლია დანილ მედვედევს და კარიერაში მერვე ტურნირი მოიგო. ესპანელმა ჩოგბურთელმა რუს მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და უსიტყვოდ მოიგო შეხვედრა. პირველი სეტის სტარტზე კარლოსმა ადრეული ბრეიკი შეასრულა და 3:0 დაწინაურდა. ალკარასმა უპრობლემოდ შეინარჩუნა 3 გეიმიანი ჰანდიკაპი და პარტია 6:3 მოიგო. მეორე სეტში ტურნირზე… Continue reading ალკარასის ტრიუმფი ინდიან-უელსის მასტერსზე
43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო
აგრძელებს მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიის გადაწერას როჰან ბოპანა. 43 წლის ინდოელმა მეტიუ ებდენთან ერთად ინდიან უელსის მასტერსი მოიგო. ფინალურ მატჩში, ავსტრალიურ/ინდოურმა ტანდემმა 6:3 2:6 10-8 სძლია უესლი კულჰოფს და ნილ სკუპსკის. კორტზე მყოფი 4 ჩოგბურთელიდან ბოპანა ყველაზე გამორჩეული იყო – ინდოელი ერთნაირად კარგი იყო როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. როჰანმა არაერთი მნიშვნელოვანი ქულა მოიგო ბადესთან და პირველი… Continue reading 43 წლის ბოპანამ ინდიან-უელსის მასტერსი მოიგო
გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ
ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება NBA-ს 2022/23 წლების სეზონი. დასავლეთ კონფერენციის ერთერთმა გამორჩეულმა გუნდმა – “კლიპერსმა” საკუთრ მოედანზე უმასპინძლა “ორლანდოს” და მოულოდნელად 108-113 დამარცხდა. “მეჯიქის” რიგებში 15 წუთი იასპარეზა გოგა ბითაძემ. ქართველი ცენტრი თამაშში მეორე ხუთეულიდან ჩაერთო და 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბითაძემ ორჯერ ესროლა ბურთი მეტოქის კალათისკენ, თუმცა ორივე ააცილა (0 ქულა).… Continue reading გოგა ბითაძის 15 წუთი “კლიპერსის” წინააღმდეგ
რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა
უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს ინდიან-უელსის მასტერსი ქალთა ერთეულთა თანრიგში. ნახევარფინალურ სტადიაზე, უიმბლდონის მოქმედმა ჩემპიონმა ელენა რიბაკინამ 6:2 6:2 გაანადგურა მსოფლიო რეიტინგის ლიდერი იგა შვიონტეკი და ფინალის საგზური მოიპოვა. ყაზახმა ჩოგბურთელმა პირველივე წუთებიდანვე მოიპოვა უპირატესობა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. 6 გეიმიან დისტანციაზე შვიონტეკი ინტრიგას ინარჩუნებდა (2:4), თუმცა სეტის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ დაბრეიკდა და პარტიაც… Continue reading რიბაკინამ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი გაანადგურა
მამუკალშვილმა კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა
NBA-ს რეგულარული გათამაშება ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. “სან-ანტონიომ” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა “მემფისს” და ოვერტაიმიან შეხვედრაში 120-126 დამარცხდა. ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – მასპინძლებს სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ ყავდათ მაკდერმოტი, გრეჰემი და ლანგფორდი, ხოლო სოჰანი 6 სათამაშო წუთის შემდეგ დაიმტვრა და შესაცვლელი გახდა. სტუმრები სტივენ ადამსის, ბრენდონ კლარკის და ჯა მორანტის გარეშე ასპარეზობდნენ. პირველ… Continue reading მამუკალშვილმა კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა