თორნიკე ოქრიაშვილმა ახნას კარში ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
Author: გიორგი რატიანი
ხაბიბისა და რონალდუს პირისპირ დგომი (ვიდეო)
ხაბიბისა და კრიშტიანუს პირისპირ დგომის ვიდეომ მთელი მსოფლიო დაიპყრო. მეგობრული შეხვედრის ფონზე, მებრძოლმა და ფეხბურთელმა ბრძოლის წინა დგომის იმიტაცია გააკეთეს. რუსი მებრძოლი კრიშტიანუს ახლო მეგობარი და დიდი გულშემატკივარია, ის “წითელი ეშმაკების” ბოლო შეხვედრას დაესწრო, კუმირისგან საჩუქრად სამახსოვრო მაისურიც მიიღო და პირადად მოინახულა.
საქართველო – საბერძნეთი ! მაყურებელი ტრიბუნებზე ბრუნდება
9 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ კალენდარულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება, აღნიშნულ შეხვედრას მაყურებელი დაესწრება. საკოორდინაციო საბჭოს მსჯელობის შედეგად გადაწყდა და პრესკონფერენციაზე რამდენიმე წუთის წინ გაჟღერდა რომ შეხვედრას სტადიონის საერთო ტევადობის 33 % დაესწრება. აღნიშნულ შეხვედრას 9 ოქტომბერს ბათუმი უმასპინძლებს.
Leeds United – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მაისურებს გაყიდის
მერჩენდაიზის ტიკ-ტოკ პლატფორმაზე ინტეგრაციის სიახლემ, როგორც ჩანს, საფეხბურთო კლუბებიც დააინტერესა. პირველი პროფესიონალური კლუბი, რომელიც ვიდეოპლატფორმაზე საკუთარ პროდუქციას განათავსებს, პრომოუშენს გაუკეთებს და რეალიზაციას შეეცდება, „ლიდს იუნაიტედი“ იქნება. მარსელო ბიელსას შეგირდები წინა სეზონისგან განსხვავებით, წელს შედარებით სუსტად გამოიყურებიან, თუმცა კლუბის მარკეტინგის სამსახურმა ტიკ-ტოკთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმა. აარონ დაკმანტონი, ლიდსის მარკეტინგის მენეჯერი: „ტიკ-ტოკზე ინტეგრაციის იდეას თავიდან ბევრი ირონიულად… Continue reading Leeds United – პირველი საფეხბურთო კლუბი, რომელიც ტიკ-ტოკის პლატფორმაზე მაისურებს გაყიდის
რეკორდული წინასწარი გაყიდვები – “FIFA 22“ ოფიციალურად გამოვიდა
საფეხბურთო სიმულატორ FIFA-ს ახალი ვერსიის გამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ გეიმერები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისინი მილიონობით წინასწარი შესყიდვის შემდეგ, დღეებს ითვლიდნენ. ახალი თამაშის მიმართ დიდი მოლოდინები იყო შექმნილი, საბოლოოდ ფიფა 22 ოფიციალურად გამოვიდა და მოთამაშეებში დიდი მოწონებაც დაიმსახურა. „ის უნდა გახდეს საუკეთესო ვერსია მათ შორის, რაც აქამდე შექმნილა” – Electronic Arts-მა სწორედ ეს გზავნილი გაავრცელა. თამაში უნდა… Continue reading რეკორდული წინასწარი გაყიდვები – “FIFA 22“ ოფიციალურად გამოვიდა
ზაზა ფაჩულია, Golden State Warriors-ში, კალათბურთისა და ბიზნესის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს
ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტ უორიორსში“ დააწინაურეს. ოკლენდელებმა ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და საკადრო ცვლილებები დაადასტურეს, რომელიც ჩვენებურსაც შეეხო – Golden State Warriors-ის ყოფილი ცენტრი, გუნდის კალათბურთისა და ბიზნესის ურთიერთობების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს. მანამდე, ზაზა, ადმინისტრაციულ საკითხებში, „უორიორსის“ მრჩეველი იყო და ამ პოსტზე ორი წელი იმუშავა. ზაზა ფაჩულიამ „ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში“ (NBA) 2003-2019 წლებში 1098… Continue reading ზაზა ფაჩულია, Golden State Warriors-ში, კალათბურთისა და ბიზნესის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს
„რომას“ სატრანსფერო კამპანიის ვიდეოებით 12 დაკარგული ბავშვი იპოვეს
საფეხბურთო კლუბები სატრანსფერო ფანჯრის დროს ყველა წარმატებულად დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ახალ ფეხბურთელს მედიასა და გულშემატკივრებს წარუდგენენ ხოლმე. აღნიშნული აქტივობა სოციალური მედიის როლის ზრდის ფონზე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ყველა ცდილობს, ორიგინალური და განსხვავებული კონტენტი შექმნას, ამით კი სხვებისგან გამოირჩეოდეს. საფეხბურთო კლუბი „რომა“ წლებია, ამ მხრივ, საინტერესოდ მუშაობს. კლუბი ახალწვეულების წარდგენის ვიდეოებში სხვა სახის ვიდეოს… Continue reading „რომას“ სატრანსფერო კამპანიის ვიდეოებით 12 დაკარგული ბავშვი იპოვეს
კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება $250 მლნ-ით გაიზარდა
1 თვის წინ ამ განცხადებამ უამრავი საფეხბურთო ფანის გული გაახარა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოხარულია, გაცნობოთ, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ შეთანხმება მიღწეულ იქნა კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა“. 36 წლის პორტუგალიელმა „ეშმაკუნებთან“ 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. ტრანსფერი 21,4 მილიონი ფუნტი დაჯდა. მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ფუნტი იქნება.… Continue reading კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირებულება $250 მლნ-ით გაიზარდა
საბა ლობჟანიძის შედევრი გოლი (ვიდეო)
საბა ლობჟანიძემ ალანიასპორის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
TikTok ინგლისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ყველაზე სწრაფად მზარდი გასართობი აპლიკაცია საფეხბურთო სივრცეს უფრო აქტიურად იპყრობს. ვიდეოპლატფორმის მფლობელმა კომპანიამ სასპონსორო ხელშეკრულება ინგლისის ქვედა ლიგის ბინადარ „ვრექსემთან“ გააფორმა და მისი მაისურის წინა ხედს მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაამშვენებს. კლუბი ჰოლივუდის მსახიობებმა გასულ წელს შეისყიდეს, მათი მიზანი კი მომდევნო წლების განმავლობაში ზედა ლიგებში აღზევება, საბოლოოდ კი, პრემიერლიგის საგზურის მოპოვება იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური… Continue reading TikTok ინგლისური საფეხბურთო კლუბის ოფიციალური სპონსორი გახდა