დღე მეთერთმეტე: ტოჩინოშინი დაიამამის შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-11 დღეს, ტოჩინოშინი დაიამამის შეერკინა. ქართველი გოლიათს მარცხენა მხარი აწუხებს, ფაქტობრივად, ერთი ხელით იბრძვის, თუმცა არ ნებდება. მისი მიზანი მაქსიმალურად ბევრი გამარჯვების დაგროვებაა, რათა მეტად არ დაქვეითდეს.   სამწუხაროდ, დაიამამისთან ქართველი დამარცხდა. სპორტული გმირობისთვის ლევანი მხოლოდ ქებას იმსახურებს.   3 გამარჯვება და 8 მარცხი…   იხილეთ ვიდეო

დღე მეათე: ტოჩინოშინი ოშომას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშოს მე-10 დღეს, ტოჩინოშინი ოშომას შეერკინა. აქ ურთიერთშეხვედრებსა თუ ბალანსზე საუბარს აზრი არ აქვს, ქართველი გოლიათი ასე ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს. ლევანმა, პრაქტიკულად მოგებული ორთაბრძოლა, მხრის ტრავმის გამო, გააჩერა… იხილეთ ვიდეო ბალანსი 3 მოგება და 7 მარცხი…    

ჰოლანდი საქართველოსთან გამოირიცხა

მანჩესტერ სიტის ფორვარდმა, ერლინგ ჰოლანდმა სანაკრებო შეკრება დატოვა. ნორვეგიელ გოლეადორს საზარდულის ტრავმამ შეაწუხა და მისი თამაში როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრებთანაც გამოირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომ გაავრცელა. ჩვენ დაცვას ეს რამდენ პრობლემას მოაშორებს, მიმდინარე სეზონში ჰოლანდის გატანილი გოლებითაც შეგვიძლია გამოვხატოთ: პრემიერლიგა – 26 მატჩში 28 გოლი; ჩემპიონთა ლიგა – 6 მატჩში 10 გოლი…  

კვარაცხელიას მომენტები ტორინოსთან [ვიდეო]

იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში კვარაცხელიამ იფრინა – მოპოვებული პენალტი, გოლი, პრე-ასისტი და საგოლე პასი… ვნახოთ ყველაფერი ხვიჩას გოლი  ხვიჩას პრე-ასისტი ხვიჩას ასისტი

რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ ტორინოსთან?

იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და 4:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი მოიპოვა, გაიტანა, შემდეგ კი ნდომბელეს გაატანინა. ქართველს მატჩში მეორე საუკეთესო შედეგი აქვს – 8.5 ქულით. პირველზე ოსიმენია – 9.4-ით, რომელსაც ფენომენალური მატჩი ჰქონდა – ორ გოლთან ერთად, მოედანზე ძალიან სასარგებლო იყო.    

კვარას საგოლე პასი!!! – სეზონში მეათე! [ვიდეო]

სერია ა-ს 27-ე ტურში ტორინოს ნაპოლი ესტუმრა. ხვიჩა კვარაცხელიამ აქ სეზონში მე-10 საგოლე გადაცემა შეასრულა… ოსიმენმა ბურთი მოიპოვა, კვარაცხელიამ კი ნდომბელე მეკარესთან პირისპირ დატოვა…   იხილეთ ვიდეო   კვარას გოლი ტორინოსთან მატჩში

ხვიჩას ქუსლით პასი და ოსიმენის გოლი [ვიდეო]

სერია ა-ს 27-ე ტურში ტორინოს ნაპოლი ესტუმრა. კვარაცხელიას ქუსლით პასის შემდეგ, ოლივერა ჩასაწოდებელ პოზიციაზე გავიდა და ოსიმენმა თავურით გაიტანა… კვარავაჯოს ქუსლით პასები ცალკე დასათვლელია…   იხილეთ ვიდეო

კვარამ პენალტი მოიპოვა და გაიტანა! [ვიდეო]

იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა. ნაპოლის სასარგებლოდ, ანგარიში 1:0 იყო, როცა კვარამ პენალტი მოიპოვა, შემდეგ კი გაიტანა   იხილეთ ვიდეო

ტორინო VS ნაპოლი – ოფიციალური შემადგენლობები…

იტალიის სერია ა-ს 27-ე ტურში, ნაპოლი ტორინოს ეწვევა. ძირითადი შემადგენლობები ცნობილია      

დღე მერვე: ტოჩინოშინი როგას შეერკინა [ვიდეო]

ჰარუ ბაშო მე-8 დღეს, ჯურიოს დივიზიონში, ტოჩინოშინი როგას შეერკინა. რიკიშები ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედროდნენ, მიმდინარე გათამაშებაში კი ერთნაირი ბალანსი – 3 მოგება და 4 მარცხი ჰქონდათ.   სამწუხაროდ, დღევანდელი დღე ლევანისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ძლიერი ტაჩი-აის (შეჯახების) შემდეგ, მოწინააღმდეგემ კარგი პოზიცია აიღო და უვატენაგეს კიმარიტეთი გაიმარჯვა.   ტოჩინოშინის ბალანსი: 3:5   იხილეთ ვიდეო